მოკლედ ლიტვა გადარჩა დღეს. ფინეთთან 22:23 აგებდა და ბოლო წუთზე მსაჯმა ინამუსა. 24:23 მოიგეს. 6 წამით ადრე შეაგდეს ბოლო ბურთი და 1 წუთით ადრე ბოლოსწინა
მარა შანსები დაგვრჩა. რო წაეგო ან ფრე ეთამაშა, უკეთესი და პრინციპში და სრულიად რეალური შანსი დაგვრჩებოდა.
ხვალ - შესვლა მუქთაა, იქნება პროგრამა და სატკაცუნო-ტაშფანდურა - ქაღალდის დასაკეცი ტაშისდამკვრელი. ოღონს დროზე უნდა დაიჭიროთ თAდარიგი.
-------------------------------------------
კვირას, 18 საათზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები თურქეთს მასპინძლობს. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია, ხოლო პირდაპირ ტელერეპორტაჟს აფხაზეთის ხმა აწარმოებს.
შაბათს ჩვენს ჯგუფში ერთი მატჩი უკვე გაიმართა და ლიტვამ 24:23 მოუგო ფინეთს. ფინელები მეორე ტაიმის საწყის წუთებში 16:12 იგებდნენ. ლიტვამ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ სხვაობა ერთ ბურთზე მეტი არ ყოფილა. ბოლოსწინა წუთზე ფინეთი 23:22 იგებდა, როცა მსაჯმა კოლიონენი გააძევა და სტუმართა კარში შვიდმეტრიანი დანიშნა. როდესაც პეტრეიკისმა ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილი ზუსტად ერთი წუთი იყო. ფინეთი უტევდა, მაგრამ 12 წამით ადრე რემიმ ააცილა, ხოლო საპასუხო შეტევაში, სირენამდე 6 წამით ადრე, ბაბარსკასმა ლიტვას მოაგებინა - 24:23.
ლიტვა 7 ქულით კიდევ უფრო დაწინაურდა ჯგუფში, მაგრამ პირველობის შანსი სხვებსაც დარჩათ. 5 იანვარს თურქეთთან და 8 იანვარს ლიტვასთან შინ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს, 11 იანვარს, ფინეთში თამაშის წინ პლეიოფში გასვლის შანსი ექნება, ოღონდ, ამ შემთხვევაში ლიტვამ ქულა მაინც უნდა დაკარგოს შინ თურქეთთან.
საქართველოს ნაკრებში თურქეთთან ანკარაში წაგებული მატჩი შემდეგ ერთი ცვლილებაა - ჭაბუკთა ნაკრებს დაუბრუნდა თემურ ორჯონიკიძე, მის ნაცვლად კი განაცხადში ილია გოგალაძე იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 4 ტური.
1 ჯგუფი. ლიტვა 7 ქულა (+10) / ფინეთი 3 (-2), თურქეთი 2 (-3), საქართველო 2 (-5)
საქართველო: 16. გიგა ტორონჯაძე 22. შოთა თევზაძე - 6. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 14. ირაკლი ჩიქოვანი 15. ოთარ ამირანაშვილი 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 20. ლექსო წითელიშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე - მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)
თურქეთი: 12. ტანერ გიუნაი 26. იუნუს იოზმუსული 28. ვეისელ ალკისი - 2. რეჯეფ კირდალი 3. ალფერენ პეტკაში 4. ატილა ზამანი 5. ონურ ერსინი 9. ემრე იოზი 17. ჩეთინ ჩელიქი 20. თოლგა იოჰბაზარი 22. ტუგბერკ ჩატკინი 24. ემრე ქეშქინი 25. მიქაილ ილდირიმი 33. ნიჰათ ჩელიქი 49. ჯან ჩელები 53. რამაზან დიონე - მწვრთნელი ადნან ოზთურქი
პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები
This post has been edited by Judas Iscariot on 4 Jan 2014, 23:45
მიმაგრებული სურათი