მაგაზე ცალკე დავწერ........
პროსტა რომ დავაკვირდი, გავშტერდი
* * *
გოლი, რომელზეც ცალკე უნდა ითქვას
27.07.2012 00:49
გოლი, რომელიც მხოლოდ მცველებმა (ოთხივემ უკლებლივ) "გამოძერწეს"
ბადრი კეთილაძის ფოტო
ეს გოლი აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ. ულაპარაკოდ იმსახურებს...
74-ე წუთი იყო, "დილა" 2:1-ს უგებდა დანიურ "ორჰუსს". ამ დროს დავით კვირკველია მარჯვენა ნახევარმცველის ადგილზე აღმოჩნდა, საჯარიმოში ჩააწოდა შორეულ ძელთან და იქიდან გიორგი ონიანმა თავით ერთი შეხებით გადააგდო მეკარის ბაქანთან, სადაც ლაშა სალუქვაძემ ვერ მოახერხა დარტყმა, მაგრამ გიორგი შაშიაშვილმა ახლოდან გაიტანა.
იმ დროს "დილას" ნახევარმცველები და ფორვარდები უკან იყვნენ დაწეულნი. მხოლოდ მათე ვაწაძე იყო საჯარიმოში, ისიც შედარებით უკან.
როგორ მოხვდა ოთხივე მცველი საგოლე შეტევაში და სხვები როგორ არ "ჩარიეს საქმეში", მართლაც საოცარია.
ახლა, ამ წუთში ნამდვილად არ მახსენდება ასეთი გოლი. შესაძლოა, გასულა, მაგრამ არ მინახავს. ორი მცველისგან შექმნილი გოლიც იშვიათობაა, აქ კი... ოთხივენი იყვნენ! ოთხივენი ჩვეულებრივი ფორვარდევით გაისარჯნენ.
ესაა ფეხბურთი - კარგა ხანია, თავდამხსმელი მხოლოდ თავდამსხმელი არაა და არც მცველია მხოლოდ მცველი. თუმცა, ეს მაინც განსაკუთრებული მომენტი იყო.
კვირკველია-ონიანი-სალუქვაძე-შაშიაშვილი - თავიდან, ვინც ამას დააკვირდებოდა, ეგონებოდა, რომ მოეჩვენა. ეგონებოდა, რომ სიტუაცია "ორჰუსის" კი არა, "დილას" კართან ხდებოდა.
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=YS-1hQfl9Yk ილია ნანობაშვილი
არ იქნებოდა ამის გამაზვა:)http://worldsport.ge/Read.aspx?news=39572&lang=1&comments=show#comments