 ლევან კობიაშვილილევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილილევან კობიაშვილი — 
საქართველოს ნაკრებისა  და 
ბერლინის „ჰერტას“ ნახევარმცველი, ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი.
საკლუბო კარიერა ლევანი ექვსი წლის ასაკიდან დაკავებულია ფეხბურთით. სწორედ ამ ასაკში შეიყვანეს მშობლებმა სპორტ-სკოლა „ავაზაში“, სადაც იგი თამაშობდა 1983-1994 წლამდე. სწორედ 1994 წელს კობიაშვილი ჩაირიცხა რუსთავის „გორდას“ რიგებში, სადაც ჩაატარა კარიერაში პირველი ოფიციალური მატჩი. 1995 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“. „დინამოში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ კობიაშვილი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, სადც ერთადერთი სეზონი გაატრა და ლევან ცქიტიშვილთან, ალექსანდრე იაშვილთან და გიორგი კიკნაძესთან ერთად გერმანიის პირველი ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგში“ გააგრძელა კარიერა. გერმანულ კლუბში კობიაშვილმა 5 სეზონი გაატარა.
2003–09 წლებში ლევან კობიაშვილი გელზენკირხენის „შალკე 04-ში“ გამოდიოდა. კობიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, სადაც ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში პსვ ეინდჰოვენს სამი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი თამაშის გამო ლევანს გერმანიაში მეტსახელად „მისტერ საიმედოობასაც“ უწოდებდნენ
2009 წლიდან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტაში“ გამოდის[1].
სანაკრებო კარიერა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წლიდან დაიწყო. მისი დებიუტი ნორვეგიელებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ლევან კობიაშვილს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული. მისი საერთო სანაკრებო მონაგარი 83 მატჩს შეადგენს, გატანილი აქვს 9 გოლი
ტიტულები პირადი მიღწევები საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: 2000, 2005, 2009[საჭიროებს წყაროს მითითებას].
გუნდური მიღწევებისაქართველოს ჩემპიონი: 1996
საქართველოს თასი: 1996
საქართველოს სუპერთასი: 1996
გერმანიის ლიგის თასი: 2005
 პირველი თემა: ლევან კობიაშვილი TOP 10 მპოსტავი:
 პირველი თემა: ლევან კობიაშვილი TOP 10 მპოსტავი:ირაკლა  	123
ტემპერა	97
ANTIRUS	77
MiXaKo 	47
kala	                45
მადეირა	44
Bianconera	40
sammolino	30
henry13  	27
ballack13	26