საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტარული შესარჩევი რაუნდისთვის მზადებას შეუდგა. ოთარ კორღალიძის გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე".
ელიტ-რაუნდი 25-30 მაისს ხორვატიაში გაიმართება, სადაც ქართველ 19-წლამდელთა მეტოქეები იქნებიან მასპინძელი ხორვატია, ბოსნია და ავსტრია. ამ ოთხეულიდან ევროპის ჩემპიოონატის საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს.
მწვრთნელ ოთარ კორღალიძის განკარგულებაში ჯერჯერობით მხოლოდ 14 ფეხბურთელია და გამოძახებულ მოთამაშეთა დიდ ნაწილს როგორც ქართული, ასევე უცხოური კლუბები არ უშვებენ, რადგან უახლოეს დღეებში პრინციპული მატჩები ელოდებათ.
„ზესტაფონიდან", „დინამოდან" და „ბაიადან" გაოძახებული ფეხბურთელები რამდენიმედღიანი დაგვიანებით მივლენ „ბასაზე". დანიის კლუბ „ორჰუსში" მოთამაშე დავით სხირტლაძე პირდაპირ ხორვატიაში, ტურნირის დაწყების წინა დღეს შეუერთდება ნაკრებს, ხოლო ჰოლანდიური „ვიტესის" წევრები ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია ორი დღით ადრე.
გუნდი ხორვატის დედაქალაქ ზაგრებში 22 მაისს ჩავა. კორღალიძის გუნდში ამ დროისთვის 23 ფეხბურთელი მოიაზრება.
ელიტ-რაუნდის მატჩები განრიგი
25 მაისი: საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინა
27 მაისი: ხორვატია - საქართველო
30 მაისი: საქართველო - ავსტრია
საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა
ლევან ტყეშელაშვილი (დინამო, თბილისი)
გიორგი პაპავა (დინამო, თბილისი)
არჩილ ტვილდიანი (დინამო, თბილისი)
ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი)
სანდრო რეხვიაშვილი (დინამო, თბილისი)
ნიკა ჭკუასელი (გაგრა)
გიორგი ჯგერენაია გიორგი (გაგრა)
ოთარ კვერნაძე (ზესტაფონი)
ნიკა სანდოხაძე (დინამო, თბილისი)
ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია)
გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია)
სანდრო ზუროშვილი (ბაია, ზუგდიდი)
თევდორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი)
ნოდარ კიკნაველიძე (გაგრა)
მალხაზ გაგოშიძე (ზესტაფონი)
მერაბ გიგაური (იაგელონია, პოლონეთი)
დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია)
კოტე ზარნაძე (ბაია, ზუგდიდი)
გიორგი გაგნიძე (დინამო, თბილისი)
დავით გელაშვილი (სპარტაკი, ცხინვალი)
ლევან გეგეჭკორი (მერანი, მარტვილი)
ავთო ენდელაძე (ბაია, ზუგდიდი)
დავით ლეგაშვილი (დინამო, თბილისი)
მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე
სამინისტროს პრესსამსახური
http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...38&info_id=6361