“კოლხეთი” (ფოთი) – “ზესტაფონი”
15.09.16:00. ფოთი. სტადიონი “ფაზისი”.
მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, ლ.თოდრია, ი.უკლება; ბ.ნინუა
გია ჭიაბრიშვილის ყოფილმა ასისტენტმა გიორგი ყიფიანმა, “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მე-4 ტურში შეასრულა და განვლილ კვირაში გუნდი დატოვა. მომავალი მატჩისთვის, ზესტაფონელებს დუბლშემადგენლობის თავკაცი დემურ გიორგობიანი ამზადებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ახალი მთავარი მწვრთნელის მიწვევასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს და მისი ვინაობა, ცნობილი ახლო მომავალში გახდება.
მანამდე, “ზესტაფონს” არცთუ იოლი გასვლა ელის ფოთში, სადაც “კოლხეთი” შეეცდება ქულათა მწირი ბალანსი შეავსოს. დავით მახარაძის შეგირდებს სტარტი ჩაუვარდათ, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს, მწვრთნელს გუნდის შესათამაშებლად დრო ჰქონდა. თუ რამდენად ნაყოფიერად გამოიყენა მან ეს პერიოდი, “ზესტაფონთან” გამოჩნდება. ისე, ზესტაფონელთა ცხრილის ქვედა ნაწილში ხილვა ცოტა უჩვეულოა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=42112&lang=115 სექტემბერი. ფოთი, ცენტრალური სტადიონი. 16:00 "კოლხეთი" – "ზესტაფონი"
ჩემპიონატში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება "კოლხეთი", რომელსაც მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" ესტუმრება. ფოთელებს ორი ფრე და ორი მარცხი აქვთ, რის გამოც ბოლოს წინა მე–11 ადგილზე იმყოფებიან. ვერც "ზესტაფონი" დაიკვეხნის კარგი შედეგით. ჩემპიონს, მხოლოდ ოთხი ქულა აქვს მოპოვებული. გუნდი მწვრთნელთან ერთად ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა შემცვლელები კი არ ჩანან. მწვრთნელის მოვალეობას დროებით დემურ გიორგობიანი ასრულებს. იმედია "ზესტაფონი" მოახერხებს სიტუაციის გამოსწორებას, პრობლემების დაძლევას და კვლავ გახდება ერთ-ერთი წამყვანი გუნდი ეროვნული ჩემპიონატისა.
http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18