Qashჩემი აზრით, ახლანდელი ესპანური ფეხბურთი შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1. მასზე უფრო ტექნიკური ფეხბურთით
2. ლობანოვსკის კიევის დინამოს სტილის ფეხბურთით.
ესპანეთზე ტექნიკურ ფეხბურთს ვერავინ ითამაშებს უახლოესი 3-4 წელი, სანამ ხავისა და ინიესტა კარიერა უკან-უკან არ წავა.
მოდი ვცადოთ დავაყენოთ მეტ-ნაკლებად ''ლობანოვსკისეული შემადგენლობა'' საესპანეთოდ:
''ლობანოვსკის ფეხბურთის'' თამაში ბელარუსთან დაყენებული შემადგენლობიდან შეუძლიათ (მეტ-ნაკლებად) დაუშვილს, კანკავას, თარგამაძეს. (ნუ, მეკარესა და დაცვის ცენტრს არ აქვს განსაკუთრებული სპეციფიკა ხშირ შემთხვევაში. ანუ წავა ლორია-ხიზანა-ამისულა)
მარჯვენა მცველი - გვჭირდება ხისტი, ძაან ვირი ფლანგელი, რომელიც 90-ე წუთზე ისეთვე სისწრაფეზე ირბენს, როგორც მე-5 წუთზე. ლობჟანიძე ჯდება ყველაზე უფრო ამ კრიტერიუმებში.
მარცხენა მცველი - იგივე სტილის გვინდა აქაც. თუ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, რეხვიაშვილს შეუძლია იყოს ხისტი, ჯლიგინა ფლანგელი. სხვა ყველა შეხვედრაში გრიგალავას ვამჯობინებდი, მაგრამ იმენა ამ მატჩში რეხვიაშვილს დავაყენებდი.
ნახევარდაცვაში, დაუშვილი და კანკავა ''წავა'', როგორც ზემოთ აღვნიშნე. მათ წინა ჯანო არანაირად არ გამოგვადგება

აი, კობახიძე ყველაზე მეტად ჯდება ლობანოვსკის სტილის ფეხბურთში. ირბენს 909009 კილომეტრს და შეტევაში თამაშიც არ დაეწუნება. თუ მოასწრო გამოჯანმრთელება, ეგ უნდა დადგეს საყრდენების წინ.
თაგვი დაუღლელია....გამოგვადგება. მჭედლიძეც მოძრავია ძალიან, იყოს ეგეც. ოქრი არ ჯდება ამ ფილოსოფიაში, როგორც ფლანგის კაცი

კობახიძე თუ ვერ გამოჯანმრთელდა, ოქრის დავაყენებდი ჯანოს ადგილას. აი, მეორე ფლანგზე არ ვიცი ვინ დავაყენო

მეორე თაგვი გვინდა .. ყველაზე მეტად, გურულია მაგ სტილის. შეიძლება მაისურაძის გამოყენებაც.
ჩემი აზრით, ასეთი შემადგენლობის შემთხვევაში, გვექნება პატარა, პატარა, პატარა შანსი :
------------------------ლორია----------------------
ლობო-------ხიზანა-----------ამისულა----რეხვო
-----------------------ბუბა---------------------------
--------------------------------კანკავა----------------
-------------------ოქრი (კობახიძე, მაისურაძე,)----
თაგვი----------------------------------------გურული
--------------------------მჭედლიძე--------------------
ამ შემადგენლობამ უნდა ირბინოს 99999999999999999999 კილომეტრი და პრესინგი უნდა დაიწყოს მეტოქის მოედანზე. 1%-ით მაინც თუ შევძელით იმ ფეხბურთის თამაში, რაც კიევმა ბარსასთან ითამაშა, კმაყოფილი ვიქნები.