Sky Sports: ზურაბ ხიზანიშვილის ხელში ჩასაგდებად "ნორვიჩი", "ლიდსი" და "რედინგი" იბრძვიან
Sky Sports-ის მტკიცებით, ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერის გასაგრძელებლად "ნისლიან ალბიონზე" ბრუნდება. მას "ქაისერისთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.
ინგლისელთა განცხადებით, ხიზანიშვილისთვის "ნორვიჩი", "ლიდს იუნაიტედი" და "რედინგი" იბრძოლებენ. ამ კლუბებს ხიბლავთ გამოცდილი ხიზანიშვილის უფასოდ ხელში ჩაგდების პერსპექტივა.
"ნორვიჩის" მწვრთნელი კრის ჰაუტონია, რომელთანაც ხიზანიშვილს "ნიუკასლში" იჯარით ყოფნის დროს უმუშავია. მწვრთნელი დაცვის გაძლიერებას აპირებს. "ნორვიჩს" 38 ქულა აქვს და გავარდნა ნაკლებად ემუქრება.
"რედინგი" კი ცალი ფეხით ჩემპიონშიპშია გავარდნილი, სადაც თამაშობს "ლიდსი". ხიზანიშვილი "რედინგში" 2010/11 წლების სეზონში თამაშობდა. "ლიდსის" მწვრთნელი კი ბრაიან მაკდერმოტია, ვისაც ძალიან მოსწონს ქართველი ფეხბურთელის თამაში, როცა ზურა "რედინგში" იყო, მაკდერმოტი მისი მწვრთნელი იყო.
არადა ნაკრებიდან ვაგდებთ