ლუკა ზარანდია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ კლუბში ჩაირიცხებაhttp://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...airickheba.htmlკრიშტიანო რონალდოს და ანდრეი შევჩენკოს სტუმრობა, მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" - ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემაც გააკეთა.
"ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის აკადემიის აშენება, როგორც ეს "დინამო თბილისმა" მოახერხა. ამ კლუბის ხელმძღვანელობას ვულოცავ აკადემიის გახსნას, რაც ასეთი სახელგანთქმული ფეხბურთელების ჩამოყვანითაც გაალამაზა.
ვფიქრობ, მისალოცია "დინამოს" კარგი თამაში მოსკოვურ "დინამოსთანაც". საქართველოს ჩემპიონს წარმატებას ვუსურვებ როგორც ევროსარბიელზე, ისე საქართველოს ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში", - ამბობს არველაძე.
ფედერაციის სპორტულ დირექტორს 17 წლის ლუკა ზარანდიაზეც ვკითხეთ, ვინც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს და "ფონდი არველაძის" სტიპენდიანტია.
"უკვე გადაწყვეტილია, თუ რომელ უცხოურ კლუბში ჩაირიცხება ზარანდია. ეს მაშინ მოხდება, როცა ლუკას 18 წელი შეუსრულდება.
ზარანდია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ, დიდი ტრადიციების გუნდში გადავა და ამავე კლუბის თხოვნით, ჯერ არ ვასახელებთ ამ გუნდს", - გვითხრა არველაძემ.
მიმაგრებული სურათი