ეგ საერთოდ კომიკური ამბავი იყო. ყიფიანმა მაგის გაშვება სპორტის ევროპულ მოდელთან დაახლოების სურვილით ახსნა (კი არ გამიშვია, რეორგანიზაცია წამოვიწყეთ სამინისტროში, რაც ქართული სპორტის ევროპულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს და ამის გამო გავაუქმეთ ეგ პოსტიო), ამ დროს კი თევზაძე ზუსტად ევროპული რეფორმების დაგვიანებას ედავებოდა. ჯანდაბას - ქართული გაევროპელებას თევზაძე და ვალოდია ნუცუბიძე თუ უშლიდნენ ხელს, მიზეზი ნაპოვნი ყოფილა, მაგრამ ხომ ყველამ კარგად იცის, რა დონის სირეგვნეა ეგ.
თან თევზაძის გასაშვებად იმასაც არ მოერიდა, რომ სამინისტროში ანუ სახელმწიფო აპარატში სტრუქტურა შეეცვალა - მოადგილის პოსტი გააუქმა. ახლა მის აღდგენას მთავრობის გადაწყვეტილება სჭირდება, ბრძანება გამოსცე და აღადგინო - ეგრე მარტივად არაა საქმე.
ნუცუბიძესთან დაკავშირებით ერტი საინტერესო რამეც გაუკეტებია მინისტრს

- ძიუდოს ფედერაციას საერტაშორისო ფედერაციაში მოთხოვნას გავაგზავნინებ, საერთაშორისო მსაჯის კატეგორია მოგიხსნანო.

ძლივს მსაჯი გვყავს, რომელმაც, დიდი შანსია, ოლიმპიადა იმსაჯოს (არადა, ეს ძაან რეალურია და აქამდე თამაშებზე მსაჯი არ გვყოლია - ქიბროწაშვილი მიწვეული კი იყო ერთხელ, მაგრამ არ უმსაჯია, ეს კი რეიტინგის მერვე ნომერია); კაცს მსოფლიოზე ყველაზე პრესტიჟული წომნის ფინალი ანდეს სამსაჯოდ და ამან, დახმარების და ხელისშეწყობის ნაცვლად, ტავისი ბოღმის გამო, კატეგორიას მოგიხსნიაო.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".