დღეს გადაწყდება, რამდენი გუნდი იასპარეზებს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში
09:40 08-07-2014
დღეს გადაწყდება, რამდენი გუნდი იასპარეზებს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სფფ-ში განუცხადეს , სწორედ დღევანდელ სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ჩემპიონატის 2014-2015 წლების სეზონში.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია შეტანილი: 1. საქართველოს 2014-15 წწ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ; 2. სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ; 3. სხვადასხვა.
აღმასკომის სხდომა ფედერაციის ოფისში 15.00 საათზე დაიწყება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mpionatshi.html