როგორ გვაკლდა ეს კამათი

თუმცა ეს კამათიც ზედაპირული ხასიათის გამოვიდა, როგორც ყოველთვის.
იმას რად უნდა მტკიცება რომ ბაგაცკისი უკეთესი მწვრთვნელია, ჯერ მწვრთვნელების კარიერას გადავხედოთ და შევადაროთ, მერე შევაფასოდ, ამით ყველაფერია ნათქვამი.
ჩვენი ნაკრებისთვის, როდესაც იგორმა ჩაიბარა გუნდი მართლა კაი ვარიანტი იყო იგორა. გახსენებაც კი არ მინდა ქართველი მწვრთვნელების გაწვრთვნილი ნაკრებები რომ მახსენდება. ერთი ჩეულებრივი B დივიზიონის გუნდი ჩაიბარა იგორამ ზრდის პერსპექტივითა და ნიჭიერი თაობით. შედეგების მაქსიმუმს მიაღწია, თუ მინიმუმს ეს სხვა კამათის საფუძველია, მაგრამ ყველაზე ძლიერი მწვრთვნელობაზე პრეტენზია მასაც არ აქვს და არც ქონია რამდენადაც ვიცი. მე ვფიქრობ წარსულში დასახული ამოცანა ამ ადამიანმა შესარულად კარგად და ის, რომ ნაკრები ნაკრებს გავს მისი დამსახურება უფროა ვიდრე გენიალური საკალათბურთ ქართული გენის.
იგორი არაა მთავარი მწვრთვნელი, ასისტენტია. მთავარი მწვრთვნელი მარტო საქართველოს ნაკრებშია. თუმცა ადრე მისი უნარები საკმარისი და ადეკვატურია იყო იმ ამბიციის, რაც ნაკრებს გააჩნდა. ამ ევრობასკეტზე გულშემატკივრების გადაჭარბებული მოლოდინების ადეკვატური ვერაა იგორის უნარები. საკმარისი უნარი არ აქვს იმ დონის გუნდებთან მოსაგებად გამოიყვანოს გუნდი და თავს ზემოთ გადაახტუნოს (თუმცა ბევრს გონია, რომ ჩვენი გუნდი საბერძნეთისა, სლოვენიისა და ხორვატიის დონისაა). თუმცა გულშემატკივრების მოლოდინი ერთია და ამოცანა, რომლითაც ფედერაცია შეხვდა ამ ევრობასკეტს როგორც ჩანს სხვაა. ცოტა უფრო ამბიციური ამოცანა რომ დასმულიყო ფედერაციაში, აშკარად დადგებოდა იგორას გაშვების საკითხი, იმიტომ რომ შეუძლებელია ასისტენტმა მთავარი მწვრთვნელივით იაზროვნოს (თუ გაგვივარდა კიდევ ეს ვერ იქნება იგორას დამასხურება). ამიტომაც საყვედური არა იგორას, არამედ ფედერაციის მიმართ უნდა ქოდნეთ, ვინაიდან ისინი როგორც ჩანს სხვანაირად აფასებენ ევრობასკეტის მნიშვნელობას, ვიდრე თქვენ. თუ ფედერაციასაც მაღალი ამბიციები აქვს და იგორა დატოვა მწვრთვნელად ეს უკვე დილეტანტურობის სუნს აყენებს და საქართველოში არც ესაა გასაკვირი.
ზოგადად ლატვიელების სამწვრთვნელო სკოლაა ძლიერი საქართველოს სკოლასთან. მე მგონია, რომ ევრობასკეტზე მოთამაშე გუნდებში შეიძლება აუტსაიდერი ქვეყანაც ვიყოთ სამწვრთვნელოს რესურსით. მათ შორის თავის დროზე მწვრთვნელის ხელი ეტყობა ნებისმიერ ლატვიელ კალათბურთელს, ქართველებთან შედარებით. ჩვენი კალათბურთელების უმეტესობა საკალათბურთო ოჯახებიდან არიან და მამების ხელი უფრო ეტყობათ. ელემენტარული დისციპლინისა და გუნდური თამაშის გააზრებით შესადარი არაა ჩვენი და ლატვიის გუნდები.
როდესაც უცხოელი მწვრთვნელი გყავს იმას ყოველთვის ნაკლებად ესმის მენტალურად უცხო ქვეყნის მოთამაშეებს და ბაგაცკისის დამატებითი პლიუსი ისაა, რომ ესმის თავის კალათბურთელების, ელემენტარულად დროის მოკლე შუალედში როგორ შეუძახოს მოთამაშეს, რომ აზრზე მოიყვანოს ეგ იცის.
საკლუბო დონეზე გამოცდილებაც სხვადასხვანირი აქვთ და საკლუბო კარიერით ბაგაცკისი რასაც ქვია მთავარი მწვრთვნელია, რომელსაც დასამტკიცებელი არაფერი აღარ აქვს კალათბურთში, იგორი ასისტენტია და ძალიან უნდა იმუშავოს, რომ მთავარი მწვრთვნელის რანგის გახდეს. მითუმეტეს ევროპული კალათბურთში მოღვაწეობს ბაგაცკისი, იგორი ოკეანის გადაღმა და ფაქტიურად გამოცდილება რაც იგორს აქვს ჩვენი ნაკრების რესურსთან დაკავშირებით თითქმის გამოუდეგარია. მარტო ერთი მოთამაშე ყავს NBA-ას რანგის და ფაჩულიას ყოველთვის ადეკვატურად იყენებდა. ევროპული კალათბურთისთვის ყოვლად არადამახასიათებელ ცენტრი თამაშის სტილით თამაშობს ზაზა და შედეგებიც ყველაზე საუკეთესო აქვს. იგივე გორტარდი გავიხსენოთ, რომელიც ასევე NBA-ას რანგია და ისეთი უდავო ლიდერი არაა თავის გუნდის, როგორიც ზაზა. ეს იმიტომ, რომ მწვრთვნელები პოლონელებს ევროპული გამოცდილებით ყავს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
გასაგებია, რატომაც არ უყვართ ქართველ მოთამაშეებს იგორა. უფრო გვირჩევნია გამარჯვება ქართულ ნიჭს დავაბრალოთ და დამარცხება უცხოქვეყნელს, ამით ჩვენი პატრიოტული ამპარტავნება კმაყოფილდება, რომელიც ყველაზე რაციონალურ ქართველ ადამიანსაც აქვს სულში. გარდა ამისა, იგორას არაფერი გაუკეთებია პიარისტულად, რომ მაყურებლისთვის შეეყვარებინა თავი. უბრალოდ ერთხელ რომ წასულიყო სახინკლეში და ეთქვა ხინკალი ჩემი ყველაზე საყვარელი კერძიაო, ეს მაყურებლის გულის მოსაგებად საკმარისი იქნებოდა. გარდა, ამისა არაფერს აკეთებს იგორა იმის მეტს, რაც მის კონტრაქტში წერია. არც ზედმეტს რჩება ქვეყანაში, რაც ეროვნულ ჩემპიონატს ესწრება და როგორც თვითნ იძახის ბოლომდე ენდობა ასისტენტებს. პლუს რევერანსებსა და ერთი ადგილის თამაშს არ იწყებს პრესკონფერენციებზე. საერთოდაც ის ნაგავი, რაც ზოგადად ქართულ სპორტში ტრიალებს, ისიც დაინახავდა და პრობლემა, რომ არაა "ტაიმუატები", არამედ არასწორედ განვითარებული რესურსია, ალაბთ ისიც იცის. თუმცა ურჩვნია, საერთოდ არაფერი ილაპარაკოს და ის პასუხები მოგვცეს, რაც გულშემატკივარს არ მოსწონს, იმიტომ რომ რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი არ გვაქვს. ვფიქრობ აქაც ძალიან ცოტაა იგორას ბრალი და თუ ვინმე თვლიდა, რომ შიდა დონეზე უფრო მეტად უნდა ემუშავა იგორას, მაშინ კონტრაქტის პირობა უნდა გამხთარიყო ეს და არა მწვრთვნელის კეთილი ნება. იგორი სამუშაოს ასრულებს კანონის ჩარჩოებში და ამითაც ყველაფერია ნათვამი, უბრალოდ ჩვენ გვგონია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფედერაციის პრეზიდენტის ფუნქციები უნდა შესარულოს, ალბათ იმიტომ რომ პრეზიდენტი ვერაა ისეთი როგორიც უნდა იყოს. ნაკრების მწვრთვნელი უნდა იყენებდეს რესურს რომელიც აქვს მაქსიმალურად კარგად და მის ფუნქციებში არ უნდა შედიოდის ზოგადად სპორტის განვითარება, ამაზე სხვა ხალხი უნდა ზრუნავდნენ, რომლებიც ამაში ხელფასებს იღებენ. იგორას კი ის უნდა მოვთხოვოთ, რაშიც ის იღებს ხელფასს და რაც კონტრაქტში უწერია.
ის, კი საინტერესო იქნებოდა გუშინდელი თამაში, რომ 40 ქულით მოეგო იგორას, რას იტყოდით? მეეჩვება, რომ ვინმეს ეთქვა იგორამ ბაგაცკის აჯობაო, უბრალოდ იმას ვიტყოდით რომ სად ჩვენი გუნდი და სად ლატვიაო. საერთოდაც კი ეს ამხანაგური ტურნირია და რეზულტატი ასევე მეორე ხარისხოვანია. მწვრთვნელს სრული უფლება აქვს ესეთი თამაშები გამოიყენოს ისე, რაც საჭიროა გუნდის ევრობასკეტზე კარგი თამაშისთვის. მემგონი, ბევრს არ უნდა ქონდეს იმის ამბიცია, რომ იგორზე უკეთ ესმის გუნდი როგორ და რანაირად ათამაშოს ესეთ ამხანაგურ ტურნირში.