ფეისბუკიდან წამოვიღე, ამბავი სისხლიანი ბაზაზაშვილისა

ქალაბატონმა ლელამ გამოაქვეყნა
Lela Anjaparidze to თბილისური ამარკორდი
50 წთ ·
ფირუზ კანთელაძე და მაგნოლია...
...1976 წელი..."ის"!!! "დინამო"...ბათუმის პანსიონატი...ახლად დანიშნული მკაცრი ნოდარ ახალკაცი...
ბატონმა ნოდარმა მოითხოვა, იმ ზაფხულს პანსიონატში არავინ არ შეესახლებინათ...ფეხბურთელებს დისციპლინა და ვარჯიში ჭირდებოდათ...
მაგრამ...ზურიკო ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო და ზურიკო იყო უბრალოდ…
ვფიქრობ, რომ ბატონ ნოდართან შეთანხმებით, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და...
1976 წლის აგვისტოში ბათუმის პანსიონატში განთავსებული იყო მხოლოდ თბილისის "დინამო", ზურაბ ანჯაფარიძე, მისი დედა ალექსანდრა ბარათაშვილი და მე...
მე ვიყავი 16 წლის...გრძელნაწნავიანი ტატიანა "ონეგინიდან". "ასია" ტურგენევიდან, "უცნობი ქალი" ცვეიგიდან...
და როგორც ასსოლი გრინიდან, ყოველ საღამოს ველოდებოდი "აფრებიან პრინცს"...
ამასობაში "დინამო" ვარჯიშობდა და საღამოობით ბიჭები გამოდიოდნენ პანსიონატის წინ და სკამებზე ისვენებდნენ...
განსაკუთრებით მახსოვს საოცარი ბიჭი ჭელიძე(კაპიტანი), თავისი ულამაზესი ოჯახით...გოჩა და მანუჩარი, ნოდარ ხიზანიშვილი...კიდევ ბევრი და ყველა...მაგრამ
ჩემი გული იმ ზაფხულს აივსო კალათბურთელურად მაღალი ფეხბურთელით...ეს იყო ფირუზ კანთელაძე...
საღამო იყო...გამოვიდა ფირუზი და ეცვა თეთრი ქათქათა პერანგი, ჯინსები და ხელში ეკავა ბადბიმტონის რაკეტები...ირგვლივ რუსი ნაშების ჭაჭანება არ იყო (ახალკაცის განკარგულებით) და , რა უნდა ექნა...მე მომაწოდა ერთი რაკეტა...
მართალი გითხრათ, თავიდანვე არ შემყვარებია...უბრალოდ ვიპრანჭებოდი... პასებს ვიჭერდი... ლამაზად დავრბოდი...მაგრამ უცებ...
როგორც ტრილერში...ბუჩქებიდან გადმოძვრა გასისხლიანებული ფეხბურთელი ბაზაზაშვილი ...(ბაზარში მოსვლია ჩხუბი და ცხვირი გაუტეხეს)...
და აქ დაიწყო "კევინ კოსტნერისეული")))
ფირუზმა დააგდო რაკეტა, გაიქცა დაჩაგრული მეგობრისაკენ, თეთრი პერანგის მიუხედავად, ჩაიკრა გასისხლიანებული გულში და ხელში აყვანილი შეიყვანა პანსიონატში...
ახლა, ცოტა ვინც მიცნობთ, მიხვდებით,რა მომივიდოდა მე...
იმ ღამესვე მოვუწყვიტე მაგნოლიის ჩემხელა ყვავილი და ვაჩუქე...
აღმოჩნდა, რომ მაგნოლია ალერგიულია და ღამე ოთახში დატოვება არ არის სასურველი...და ფირუზი ძლივს გამოაღვიძეს)))