#43713721 · 9 Feb 2015, 23:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
spartaka ტურნირამდე 20 თვით ადრე. წელსვე დაიწყება სამუშაოები.
ბიჭებო (ქუთაისლებო და იმერლებო)
დღეს მინდოდა კიდევ ერთხელ ამ საკითხის გარკვევა და რაც გავარკვიე გეტყვით. მოკლედ მანამ, სანამ უეფაში ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ზვიადი შეხვდა მთავრობის წარმომადგენლებს.
როგორც იცით, უეფა ითხოვდა 4 + 1 სისტემას სტადიონებისთვის (ანუ 4 ძირითადი და 1 სათადარიგო) ზვიადმა შესთავაზა, რომ ჩაეტარებინათ თამაშები ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ლანჩხუთი ამ ოთხ ქალაქში, სათადარიგო ვარიანტად კი წყალტუბო განეხილათ. დაუდო პროექტი, რომლის თანახმადაც, 3040 კაციანი (მინიმალური მოთხოვნა უეფასი არის 3001 სკამი) სტადიონის აშენება, თავისი გადახურვით, ჯდებოდა 1 მილიონი. თავის მინდვრის საფარით და ყველაფრით, 1.5 მილიონში ჯდებოდა ერთი სტადიონის აშენება. რაზეც სახელმწიფომ უარი განაცხადა. ამასთანავე, თუ სახელმწიფო დადებს გარანტიას, რომ 2019 წლისთვის, იქნება სასტუმრო 132 კაციანი + 60 კაცი უეფას ხალხი, დღესაც მზადაა იმუშაოს იმაზე, რომ მასპინძელი ქალაქები შეიცვალოს.
--------------------
ვინც ილხენს ახლა, _ უფრო ცოდოა, _ ვიდრე ის ბევრი, _ ახლა ვინც ტირის... ამგვარში, _ დღეს რომ საქართველოა, _ არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!
http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi
|