რამოდენიმე საათის წინ ვიყავი და ავიღე ინტერნეტით დაბრონილი ბილეთები. 3-4 სალარო იყო ღია ერთდროულად. ერთი კაცი იყო ჩემს წინ და მერე ეგრევე მე. პირადობის მოწმობა მივეცი რომლითაც დავრეგისტრირდი და 2 წამში მომცეს ბილეთი. უპრობლემოდ. სექტორიც და ადგილებიც ემთხვევა.

ერთადერთი ღადაობა რაც არის ბილეთს აწერია ზემოთ დიდი ასოებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიო და მერე ქვემოთ უფრო პატარა ასოებით ბორის პაიჭაძის დინამო არენა.
მეორე ღადაობა: აბსოლუტურად ყველა სალაროს ძალიან დიდი ასოებით ასწერია ბილეთები აღარ არის და ტიპები მაინც მიდიან და მაგრად უკვირთ რო არაა. კითხულობენ გამუდმებით: ბილეთები აღარ არის ?!

ერთმა დამიწყო კითხვა როგორ ქენი ინტერნეტითო და ავუხსენი და მერე მეუბნება კაი, გავიგე მარა მე თუ არ მინდა ინტერნეტით ისე ვერ ავიღებ კი მარა ?! ანუ ყველას გონია, რომ ბილეთები არის, მაგრამ აუცილებლად ინტერნეტით უნდა იყიდო.

ელემენტალური აზროვნების უნარი არ აქვს ხალხს ან ტვინის განძრევა არ უნდა და რას თხოვთ ფედერაციას.
გადამყიდველები ბევრნი იყვნენ. ერთი 10-20 კაცი მარტო მე შემხვდა. ერთს დავაკვირდი ხელებში და მინიმუმ 50 ბილეთი ქონდა.
ტურნიკეტები დააყენეს უკვე. წმინდავდნენ ქალები.
მე რა მაინტერესებს ეხლა: ამ ტურნიკეტს რომ მიადებ ბილეთის შტრიხ კოდს ერთჯერადია თუ რამოდენიმეჯერ შეგიძლია შეხვიდე-გამოხვიდე მაგით ? და ტურნიკეტის გარდა შიგნით არავინ გამოწმებს კიდევ, დამატებით ?
თამაშს რაც შეეხება იმედია მოვიგებთ.

თუ არა და პირველ 15-20 წუთში მაინც ნუ გაუშვებენ რა გოლს.