Human Rights''ბიზნეს მოგებებით'' მოსულმა კომპანიამ რაც ქნა აქ, მაგის შემდეგ დაფიქრებაა საჭირო მაგ საკითხში, თორემ მასეთებს დღესვე უნდათ მოსვლა (2 მასეთს მეც შევხვდი) და არც ძალით შეტენვა იქნება (როგორც მოხდა) პრობლემა, მაგრამ აზრი?!
ხოოდა მაშინ როდესაც ზესტაფონის პრეზიდენტი ჩემპიონატს არ ამთავრებინებს...
აგერ მერანი რა დღეშია. ვიტი გავარდა. კიდე ვინაა? ამ დროს კერძო სპონსორის მოთხოვნა სისულელეა. ნუ ხინიკაძისნაირი თუ იქნა, ბაზარი არაა. მაგრამ სადაა მასეთი ხალხი?

მერია, ქუთაისის ტორპედოს 3 ასაკობრივ გუნდს აფინანსებს. საფეხბურთო სკოლას მართვეს პატრონობს მერია. კიდევ 4 საფეხბურთო სკოლაა ქუთაისში. შედეგებიც აქვთ, მეტი რანაირად მიხედონ?! 3 ძაან სერიოზული მატებაა ასაკობრივიდან მთავარ გუნდში. სამივე მათგანზე დიდ იმედებს ამყარებენ და ვისაც აქვს მაგ ბიჭების თამაში ნანახი(სპეციალისტებს), ყველა დიდ მომავალს უწინასწარმატყველებს (ერთს განსაკუთრებით)
რაც შეეხება ხელმძღავნელობას, გეთანხმები არასწორი პოლიტიკა იყო, მაგრამ სადაც ვისოლისნაირი ბობოლა გავაფრინეთ აქედან

სხვები იპარპაშებდნენ? ხოოდა მოვიდა ყველაზე შესაფერისი ადამიანი, შეიძლება კი იცი, ზურა ჩაკვეტაძე. განათლებული ბიჭია, ყველაფერი აქვს იმისთვის რომ სწორად წარმართოს მენეჯმენტი, რაც ყველაზე მთავარია ფანკლუბელია და ამ პლიუსს გამოიყენებს

არავის უხარია გადატრიალებები ჩვენგან, მუდმივად ბრძოლა და ჩარევა კლუბის საქმეებში. მაგრამ არჩარევამ კი ნახეთ რა უქნა გუნდს, 20 000 გამო მოხსნეს კლუბი უმაღლესიდან და პირველ ლიგაში გადაგვისრულეს. ვინც უყურებდა იმ დროს ჩემპიონატს, კარგად ემახსოვრება რაც გამოიწვია ჩვენმა დაქვეითებამ, ჩემპიონატი დასუსტდა. თან როგორ...
რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, არავინ არ ერევა მთავარი მწვრთნელის საქმეებში. ვისაც უნდა და რა დონის ფეხბურთელიც უნდა იმას მოიყვანს. შედარება რომ გავაკეთოთ, რაც ვისოლის დროს იყო, 3 ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვს. სიტყვაზე მაშინ 1 ლარს თუ აძლევდნენ ფეხბურთელს ამას 4 ლარის მიცემაც შეუძლია. ჯუღელის ფეხბურთელების გარდა, ვინც შეეძლო მოოიყვანა. ყველასთვის მოსაწონ ტრანსფერებს ვერცერთი კლუბი(სამწვრთნელო შტაბი) ვერ აკეთებს მსოფლიოში. სეზონის მეორე წრეში რა თქმა უნდა უკეთესი შედეგი უნდა დაედო, მაგრამ უმეკარეო გუნდით რა გინდა მეტი რო ქნა...ახლა ყველაფერი აქვს შედეგის დასადებად, თან სხვა გუნდებიც კი ხედავ რა დღეში არიან. (შუქურას გარდა

)
მერი და ვიცე მერი ჩვეულებრივი ფანები არიან. ყოველ მესამე ვარჯიშზე მაინც დადიან. ბაზა აქვს გუნდს (რამდენ უმაღლესის გუნდს აქვს?) ყველანაირი პირობაა. ვისოლის გაფარჩაკებულ სტადიონსაც გააკეთებენ (გაზაფხულიდან იგეგმება) კიდევ რის გაკეთებას ითხოვ მითხარი, რა ქნან?
პირველ ღია ვარჯიშზე იმდენი გულშემატკივარი მივიდა, ყველანაირად გარანტირებული აქვთ გვერდში დგომა, ყველასგან! არავინაა ისეთი ვისაც ახლა ცუდი უნდოდეს, ბოლოს როდის იყო ასე, მე პირადად არ მახსოვს.
დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს...