http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...-arsebobda.htmlეს ვეტერანები ხანდახან მგონია სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, ან ინტერვიუს , რომ აძლევენ სუფრაზე ჰქონიათ თავი.....
წავიკითხოთ სტატია..
"- რა თქმა უნდა, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი", მაგრამ იქვე დასძენს: "მე ასე მგონია - ყველას უნდა მიეცეს შეცდომის გამოსწორების შანსი"
არ გაუგია და რა ქნას...
"- თქვენ დროს არ იყო ასეთი ცდუნებები?
- შემიძლია დავიფიცო, რომ ასეთი რამ არასდროს მოსულა ჩემს ყურამდე. ამდენი ხანი ვითამაშე თბილისის "დინამოში" და ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის. "
მარიხუნა უკვე ლეგალიზდა საქართველოში?
"საერთოდ არ ვიცოდი, არსებობდა თუ არა ტოტალიზატორი."
მაგრამ იქვე ლეგიტიმურ ვარაუდს გამოთქვამს:
"შეიძლება, სადღაც არსებობდა და, ალბათ, იარსებებდა კიდეც, მაგრამ მე მართლა არაფერი მსმენია"
ამას უთხრეს უკვე, რომ სსრკ დაიშალა?
"- ალბათ, ისიცაა მიზეზი, რომ დღეს ფეხბურთი ბიზნესად იქცა...
- ასეა. ასეა და, ძალიან სამწუხაროა. ფეხბურთი ბიზნესად იქცა და ეს რეალობაა. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი, როგორ შევუნარჩუნოთ მას პირვანდელი სისუფთავე." (ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ფეხბურთი ბიზნესად არ იქცა, ეს ხომ არ უნდოდა ეთქვა? მაგრამ რას გაუგებ ამ ვეტერანებს)
დონემ აიწია და ფეხბურთელებს გასაქანი მიეცათ, ახალგაზრდებს თან, უბრალოდ ბოლნისის ახალგარდები არ გაახსენდა უცაბედად...
"- ფაქტია, ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მაშინ
ეშველება, როცა ჩვენი ჩემპიონატის დონე აიწევს...
"- ჩემი აზრით, გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაძაბულობა მეტია. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - 8 გუნდით ჩვენ ვერ ავწევთ საქართველოს ჩემპიონატის დონეს. 10 და 12-გუნდიან პირველობას კი 16-იანი სჯობს.
სხვა თუ არაფერი, სტადიონები მაინც გაკეთდება. აგერ არის მარტვილის მაგალითი... მეტი გასაქანი მიეცათ პერსპექტიულ ახალგაზრდებს"
დონემ არ აიწია, თუ დაიწია, ან აიწევს, მოკლედ როგორც ზემოთ წინდადებაში წერია, მაგრამ რაც მთავარია ოპტიმიზმი გაუძლიერდა...
"- ხარისხი რომ არ არის მისაღები?
- ხარისხი 10 და 12-გუნდიან ჩემპიონატებში უკეთესი იყო?! ჩემი აზრით, არ არის მისაღები, როცა ერთი სეზონის განმავლობაში ოთხჯერ ეთამაშები ერთსა და იმავე გუნდს...
იმედიანად ვარ. ეგაა, ქართული ფეხბურთის შველა ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ. ბოლო დროს ჩემი ოპტიმიზმი გაძლიერდა..."
და ბოლოს, მაინც რა იცი რა ხდება, მინისტრია კაცი უკვე შევაქოთ ცოტა..
"- ამ საკითხს სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა მიეხედოს. ასე არ არის?
- მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით სპორტის მინისტრობა მივულოცო ტარიელ ხეჩიკაშვილს. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო, ფეხბურთიდან მოსული კაცია და ყველაზე კარგად იცის, რა უჭირს და რა სტკივა ქართულ ფეხბურთს. მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს."