გლობალურად უნდა შევხედოთ ამ ამბავს. ნუ ვიქნებით ბარსელონაზე დიდი ტიკიტაკისტები

ჩემი აზრით არ გვაქვს იმის კლასი წნეხის ქვეშ საკუთარ საჯარიმოსთან გავაგოროთ ბურთი.
თან ჩვენი მეკარეც ნოიერი ხომ არაა მართლა

ამდენად მწვრთნელმა მკვეთრად უნდა განსაზღვროს როდის უნდა გაათამაშონ და როდის უნდა მოიშორონ (თუნდა უმისამართოდ ან აუტზე).
კონკრეტულ ეპიზოდს რაც შეეხება - გოლი მოჰყვა შეცდომების კასკადს (ასეა ყოველთვის).
1. დვალს არ უნდა დაებრუნებინა ან თუ აბრუნებდა, მეტად აკურატული უნდა ყოფილიყო. გოლში ბრალეულობა 10-20%.
2. ლორიამ წაილონდრევა, რაც პერიოდულად მოსდის ხოლმე. ბრალეულობა 80-90%.
მე მაინტერესებს ფსიქოლოგიურად როგორ მოერევიან ამ ლაფსუსს მომავალ თამაშამდე.
დვალის სითამამე მომწონს, მაგრამ ხანდახან არაადეკვატურია. პირველ ტაიმში 2-3 სერიოზული ტაქტიკური სიჭაკე მოუვიდა, ერთ მათგანს სახიფათო შეტევა მოჰყვა ჩვენს კარზე. არადა აუტზე გადააგდებდა იმ შემთხვევაში ბურთს კლასიანი მცველების 99%.
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!