საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ გუნდიდან ლეგიონერების უნებართვოთ წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. როგორც ადგილობრივი პრესით გახდა ცნობილი, გუნდი დატოვეს პანამელმა და კოსტა რიკელმა ფეხბურთელებმა: მცველებმა ალვინ ბენეტიმ, მორალეზ ნუნესმა, ნახევარმცველმა ჯამალ როდრიგესმა და თავდამსხმელმა კარლოს სმოლმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „გურიას“ პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ და დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, თვითნებურად კლუბი დატოვა ოთხმა ლეგიონერმა, რომელთაგან ორი იყო ძირითადი მოთამაშე. ისინი ვარჯიშობდნენ გრიგოლეთის ბაზაზე და ცხოვრობდნენ ბათუმში.
რამდენიმე დღის წინ, ისინი არ გამოცხადდნენ ვარჯიშზე. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი გადაფრინდნენ სტამბულში. "გურიას" გასტუმრებული აქვთ მათი სახელფასო-საპრემიო ვალდებულებები და არც ერთის მიმართ არ გააჩნია დავალიანება. კლუბს ოთხივე ლეგიონერთან აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი, ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმემანტაციას ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა მათ მიმართ გატარდეს სადისციპლინო ზომები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ზემონახსენები უპასუხისმგებლო მოქცევა ვერ იმოქმედებს კლუბის საწვრთნელ პროცესზე და "გურია" ღირსეულად წარდგება დარჩენილ შეხვედრებში“ - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
უნდა გააგებინონ ფიფა/უეფას,ყველაზე დაბალ ლიგაშიც უნდა აეკრძალოთ თამაში,ბოლომდე უნდა გააფარჩაკო