
ძაან გამიხარდა...საოცარი სენსაცია დავდეთ!...გასაგებია რომ ესპანეთმა ვერ ითამაშა საუკეთესოდ, მაგრამ ეს სწორედ ჩვენი დამსახურებაა..სწორად და გამართულად ვითამაშეთ..დაცვაში ვიდექით მაგრამ ბეი-ბიგი არ გვქონდა და ზოგჯერ გააზრებულად ამოგვქონდა ბურთი..ფიზიკურად ნორმალურად ვიყავით, შეცდომები რა თქმა უნდა გვქონდა ბევრი, და ამაზე სამუშაოა..

ნუ რამდენჯერმე მაგრად გაგვიმართლა კიდეც (პიკეს თავი, ალბას ძელი) მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს ოდესმე
მოკლედ, უმაგრესია ესპანეთის დადება და ეს მუხტი ვაისმა ბოლომდე უნდა გამოიყენოს გუნდის შესაკვრელად...ვიღაც თავში ავარდნილებს დებილური პოსტები გავიგე ფედერაციის მითითებით ჩაუშლიათ და ეგეც სწორი საქციელია...დიდი სენსაცია კი გამოვაცხეთ მარა ასეთი უზრდელობა თან პირად ფაცეგვერდებზე...სულ სხვა რამეზე მეტყველებს..აღარ დავწერ.რაზე.იმდენად კარგი ამბავია არ მინდა გავაფუჭო...
სამწუხაროდ კრიტიკა საქართველოში აღიქმება პირად მტრობად..ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი..ნებისმიერ სფეროში..ეს უნდა მორჩეს ...მეტწილად სწორედ კრიტიკამ გამოიღო ეს შედეგი რო დავფიქრდეთ...იმხელა იყო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა როგორც ვაისზე, ისე ფეხბურთელებზე და ისე კობიზე რო ბოლომდე დადეს, რაც შეეძლოთ და ამისთვის მადლობა..
მომავალს რაც შეეხება უამრავი საქმეა და ამას თავადაც ხედავენ..ის ქაქი და ღრმა კრიზისი რაშიც ვართ არსად წასულა

მგონია, რომ ცისკარიძის ნატურალიზიაციამ გაამართლა...ადრეც ვწერდი ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, საქართველოში კვალიფიციური ფეხბურთელების უზარმაზარი დეფიციტია და თუნდაც, საშუალო დონის ეთნიკური ქართველის ნატურალიზაციის შანსი რო იყოს (სწორედ ეგეთია ცისკარიძე) უნდა შევძლოთ მათი ჩამოყვანა ..ეს გაზრდის კონკურენციას ნაკრებში..რაც საერთო საქმეს წაადგება

ესპანურ პრესაში ვიქექებოდი ბედნიერი დილიდან

არ გვათამაშა საქართველომო ძირითადად მაგას წერენ, თავის შანსს დაელოდა, გამოიყენა და მოგვიგოო

...მაგარი შეფასებაა!!!!!!!!! ყველას გილოცავთ...!


20 დიდი გამარჯვება ამოვკრიფე, ჩემი სუბიექტური აზრით
ქართული ფეხბურთის 20 შთამბეჭდავი გამარჯვება
ოფიციალური, ამხანაგური, სანაკრებო, საკლუბო
23.06.1959 დინამო თბ - სტად დე რეიმსი საფრანგეთი 6-2
21.08.1960 დინამო თბ - ბაია ბრაზილია 4-0
18.08.1973 ატლეტიკო მადრიდი - დინამო თბ 0:0 პენ 3:4
19.08.1973 დინამო თბ - ბენფიკა ლისაბონი 3-1
14.09.1977 ინტერი მილანი - დინამო თბ 0-1
13.09.1978 დინამო თბ - ნაპოლი იტალია 2-0
03.10.1979 დინამო თბ - ლივერპული ინგლისი 3-0
15.07.1980 რუმინეთი - დინამო თბ 0-2
04.03.1981 ვესტ ჰემი ლონდონი - დინამო თბ 1-4
08.04.1981 დინამო თბ - ფეიენოორდი როტერდამი 3:0
03.09.1981 ბაიერნი მიუნხენი - დინამო თბ 1-2
13.05. 1981 კარლ ცეისი გერმანია - დინამო თბილისი 1-2
16.10.1994 საქართველო - უელსი 5-0
11.10.1995 საქართველო - ბულგარეთი 2-1
11.10.1997 საქართველო - პოლონეთი 3-0
30.04.2003 საქართველო - რუსეთი 1-0
15.11.2006 საქართველო - ურუგვაი 2-0
17.10.2007 საქართველო - შოტლანდია 2-0
26.03.2011 საქართველო - ხორვატია 1-0
07.06.2016 ესპანეთი - საქართველო 0-1
ჩემი ფავორიტი მაინც ეს არის

დინამო თბ - ლივერპული ინგლისი 3-0
This post has been edited by guriaaa on 8 Jun 2016, 16:16