პირველ რიგში გილოცავთ მერიის თასს.

ჩეხთსაც ვულოცავ მეორე ადგილს

ისე დღეს კომპატორებმაც დაგლიჯეს.
მეტოქე მწვრთვნელის გაძევებაზე - "ისე ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თამაშზე და ძალიანაც კარგია"
მსაჯობა არც პირველ თამაშში მომეწონა, თუმცა ახლა უფრო თვალშისაცემი იყო.
რაც შეეხება თამაშს. მას სერიოზულად ვერ შევაფასებ. ბოლომდე განცდა არ მქონდა რომ სერიოზულ კალათბურთს ვუყურებდი. რატომ დამრჩა ეს შეგრძნება არ ვიცი.
საერთოდ ასეთი თამაშით რაც ვაჩვენეთ ვინმეს დამარცხება თუ შეიძლება არ მეგონა. პრობლემები, რომლებიც მოტოვებული გვეგონა, აღმოჩნდა რომ არც მთლად მოტოვებულია. ეხება დაკარგვებს და პერიმეტრის დაცვას. ის ფაქტი, რომ მეტოქეს 20%-ზე ნაკლები აქვს რეალიზაცია არაფერს ნიშნავს, ბევრი თავისუფალი სროლა გააფუჭეს ჩეხებმა.
იმედი დავიტოვოთ, რომ თავგზა ავუბნიეთ დამკვირვებლებს და ნამდვილად ეს იყო მიზეზი ესეთი თამაშის ხარისხის.

ერთადერთი შერმადინი მომეწონა. დიქსონი კი აქეს მაგრამ 5 დაკარგვაც არ დაგვავიწყდეს.
მთავარი პრობლემა რაც ქომაგმა აღნიშნა ისაა. 7 კაციანი როტაცია. დიქსონმა ცინცაძემ მარკოიშვილმა 30 წუთზე მეტი, დუდამ 20-ზე მეტი, ზაზამ და შერმადინმა ჯამში 40 და შენგელიამ 37 წუთი ითამაშეს. თუ ესეთ მატჩში ვერ გამოყავს ზუროს მერვე კაცი ცოტა ნორმალური დროით, ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება ევრობასკეტზე.
ამ 7-კაცა გუნდის პირობებში, ფაქტიურად თუ 7 მოთამაშედან მინიმუმ 6 არ დადებს 10+ შედეგს შეტევაში უკვე პრობლემაა. არადა ძლიერი მეტოქის პირობებში მგონია ამის არ დაშვება უფრო ადვილია, ვიდრე დაშვება.