მეორე დღეა დინამოში სინჯებს გადის და ვარჯიშობს 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი- მოჰამედ ალიუ. იგი ბოლოს მოლდოვურ საქსანში ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. მანამდე ხორვატიული პომორაჩსა და უკრაინულ ტავრიაში გამოდიოდა. მოჰამედს 2009 წელს მსოფლიო თასზე 17 წლამდე ნიგერიასთან ერთად ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული. ალიუ განაგრძობს ვარჯიშს ჩვენს კლუბში, მას მწვრთნელები დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

დინამოში კიდევ ერთი ფეხბურთელი, 19 წლის კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი- ნოჰორე კრიზო ისინჯება. ახალგაზრდა ივუარელი ფეხბურთელი მილანის ინტერის აკადემიის აღზრდილია. ამის შემდეგ ბელორუსის სლუცკში, მოლდოვურ საქსანში და უზბეკეთის ლოკომოტივში გამოდიოდა. იგი დინამოს სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს წვრთნას.
-----
ახლა გადავხედე საქსანის შემადგენლობას ტრანსფერმარკეტზე, გუნდის 30 კაციანი განაცხადიდან 40% არამოლდოველია ანუ 12 ლეგიონერი:
- 2 ნიგერიელი, ერთ-ერთი სინჯებზე მყოფი ალიუ, რომელიც გუნდში მეკარესთან ერთად ყველაზე ასაკოვანი იყო, 24 წლის და თავად საქსანის ფეხბურთელების საშუალო ასაკი კი 21.2 წელია
- 1 თურქმენეთის მოქალაქე
- 9 კოტ დ'იუვარელი, ყველა პროგრესირებადი ფასებით, ასაკი 18-დან 22 წლამდე.
როგორც ჩანს ლეგიონერებზე მუშაობენ, ახალგაზრდებზე, წინა წლებშიც იმავე პოლიტიკა ჰქონიათ, 2015/16 წლებში 3 ქართველიც ირიცხებოდა თურმე, ერთ-ერთი დინამოდან გადასული გიორგი სარჯველაძე, რომელიც დღეს უკლუბოდაა, დანაჩენი ორი რუსთავში და შევარდენში თამაშობენ, შესაბამისად ირაკლი გოგინაშვილი და გიორგი მაღალდაძე.
ამ ლეგიონერებიდან ასე თამაშების უნახავად, ტრანსფერმარკეტის მიხედვით ალიუს გამორჩევა შეიძლება იმით, რომ გუნდში ყველაზე ძვირადღირებულია 200k და კიდევ მილანის აკადემიის ყოფილი ფეხბურთელის, Attacking Midfield არის:
https://www.transfermarkt.com/bende-donald-.../spieler/234881რა შეიძლება ითქვას, ტრანსფერების ისტორიაში ყველაზე კარგ გუნდში ვინც გაუშვიათ მაგათი მაქსიმუმი ურალი და აკტობეა ყაზახეთიდან, მეტწილად თავისუფალ აგენტებად უშვებდნენ ფეხბურთელებს, შესაბამისად ვერ ვიტყვით სუპერ ტალანტებს პოულობენ აფრიკაშიო და ეს ჩვენი ორი გასასინჯი იქნებიან მაინცდამაინც გამონაკლისებიო.
თუ გადაწყდა ახალგაზრდები და ლეგიონერები, რაღა საქსანის 2014 წლიდან ნათრევ ფეხბურთელებს ეძებენ? რამდენი ჯაკობიასნაირია, ვისი რესურსის გამოყენებაც შეგიძლია

)))))
ესეც კრიზო:
https://youtu.be/YLYh842UBjE This post has been edited by ASETUISE on 29 May 2017, 15:27