სამწუხაროდ რეალობა ისაა, რომ ბასილას ასეთი შემტევი თამაშით სადღაც 20-30ში ტრიალის შანსი აქვს
არიან რამდენიმე დაცვითი სტილის ჩოგბურთელები ვისთანაც თამაშის წასვლის შემთხვევაშიც ფორმაში მყოფ ბასილას ძალიან გაუჭირდება და ეს იგრძნობა
როცა ფორმაში არაა ეგეთი დონის იგროკებამდე ვერც აღწევს
ჩემი აზრით, ჯობია სხვა კომპონენტების დახვეწას შეაკვდეს. უკეთესი მოწოდება + რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა + ფსიქოლოგი...
უბრალოდ მარტივად იგრძნობა ხარისხში განსხვავება, აი თუნდაც ბასილას ორი თამაში რომ შევადაროთ ხაჩანოვის თამაშს კირგიოსთან, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებდა ჩოგბურთის გულშემატკივარი თან საბოლოოდ მთელი ავსტრალია ჩაახტა რუსს რაც ორმაგად მესიამოვნა

არადა ხაჩანოვი და ბასილა 1-2 წლის წინ დაახლოებით ერთ ლეველზე იდგნენ
მოკლედ იმედია შესწევს ძალა რო გააუმჯობესოს ხარისხი თორე წამოვა ნელნელა უკან
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რაც ჩაიდინა თითქმის სასწაულის ტოლფასია და მადლობის მეტი არავის არაფერი გვეთქმის
წარმატებები