"მოკლედ, მოლდოვური მედია წერს, რომ ეს ბიჭი მათი საკუთრებაა, რომ სპირიდონის შვილიშვილია, მაგრამ... ლადო ახალაიას არ ახსენებენ. ეტყობა, მაინც ფრთხილობენ, რომ უმცროს ახალაიაში, როგორც იტყვიან ხოლმე, "სისხლი იყივლებს".
"დინამოს" ვეტერან ფეხბურთელს ინტერვიუ ჩამოვართვით. მან საინტერესო ამბები გაგვიმხილა...
- ლადო 7 წლამდე თბილისში იზრდებოდა, ჩემებს ბაზაზე ხშირად მოჰყავდათ და ბიჭები კარგად იცნობდნენ. მერე საქართველოდან წავიდა და მოლდოვაში ცხოვრობდა. იქაური პასპორტი აქვს. თუმცა, საქართველოში სურდა მოქალაქეობის მიღება, რაც მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა.
- ანუ, საქართველოს ნაკრებში მისი თამაში გამორიცხულია?
- მე მინდა, რომ საქართველოს სახელით ითამაშოს. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს. პატარა ბავშვი აღარ არის და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან მას მხოლოდ მოლდოვის ნაკრებში არ იწვევენ...
- კიდევ სად იწვევენ?
- ვიცი, რომ რუმინეთის ნაკრებიცაა დაინტერესებული.
- საინტერესოა... ქართული იცის?
- იცოდა, მაგრამ მას შემდეგ დრო გავიდა, პრაქტიკა არ ჰქონდა და დაავიწყდა. იცის, რომ ქართველია და ამას არ დაივიწყებს. იმედი მაქვს, ჩემი შვილი საქართველოს სახელით ითამაშებს!..
- მოლდოვურ მედიაში დაიწერა, რომ მილანის "ინტერში" 2019 წლიდან ვარჯიშობს...
- ასე არ არის, იტალიაში 2017 წლიდანაა, 17-წლამდელებიდან მოყოლებული, ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. ბედნიერი ვარ, რომ მისი კარიერა კარგად აეწყო და უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს და მაღალ დონეზე ჩვენი ქვეყნის სახელით ითამაშებს.
- მოლდოვური მედია ამტკიცებს, რომ მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშს აპირებს...
- ჩემი ყოფილი სიმამრი, ალექსანდრ სპირიდონი, მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ბუნებრივია, დაინტერესებულია, რომ ლადომ მოლდოვის ნაკრებში ითამაშოს. ვიცი, რომ ამას უახლოეს პერიოდში აპირებენ, რომ მერე სხვა ქვეყანამ ვერ წაიყვანოს. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ გადაწყდება...
http://lelo.ge/article/%E1%83%98%E1%83%AA%...%E1%83%9C-26324 This post has been edited by zurabus on 23 Dec 2020, 19:06