სალამი მეგობრებო.
პირველ რიგში მინდა მოდერატორებს ვთხოვო არ დახუროთ თემა. ვიცი რომ არსებობს სპორტის განყოფილებაში, მაგრამ მინდა ქართულ სპორტშიც იყოს მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ქართული mma-სთვის .
შეგახსენებთ ჩვენი დროით 16 იანვარს დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე მართავს თავის მეორე მეინ ივენთზე ბრძოლას ამერიკელი კელვინ კატარის წინააღმდეგ. ეს იქნება mma-ს ყველაზე ელიტარული ორგანიზაცია ufc (ultimate fighting championship) -ის წლის პირველი ივენთი თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ. რაც ნიშნავს რომ მთელი მსოფლიოდან უარმავი მაყურებელი დაინტერესდება ამ ღონისძიებით და გიგა ჩათვალეთ პირდაპირი მნიშვნელობით იქნება, საქართველოს გამცნობი და ელჩი იმ დღეს მთელი პლანეტის მასშტაბით. ხოლო 22 იანვარს თავისი ჩხუბი აქვს ძალიან პესპექტიულ, წაუგებელ ილია თოფურიას ასევე წაუგებელ და ძალიან პერსპექტიულ მოვსარ ევლოევთან.

აქ ვისაუბროთ სხვადასხვა ორგანიზაციებში მყოფ ქართულ ლეგიონზე.
მოკლედ ყველაზე პრესტიჟულ და ყურებად ufc ში 5 ქართველია.
გიგა ჭიკაძე 33 წლის (ადგილი ტოპ 15 - 8 )
როგორც გითხარით გიგა კელვინ კატარს ეჩხუბება, რომელიც რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა. შესაბამისად გიგა გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მის ადგილს დაიკავებს და პირდაპირ სატიტულოს ან მაქსიმუმ ერთი ბრძოლის შემდეგ ქამარზე ბრძოლის შანსს მიიღებს.
მერაბ დვალიშვილი 31 წლის (ადგილი ტოპ 15 - 6 )
ნამდვილი მანქანა მოგებების სერია 7!!! ამ ეტაპზე მერაბს ბრძოლა ჩანიშნული არ აქვს.
ილია თოფურია 24 წლის ( რეიტინგს მიღმა )
პირობითად რეიტინგში შეგვიძლია ილია მეთექვსმეტედ განვიხილოთ. მისი მოწინააღმდეგე მოვსარ ევლოევი კი მეცამეტე ადგილზეა რეიტინგში. ამ ბრძოლას ცალკე კონტექსტი აქვს. როცა ივენთი დაიგეგმა მისით ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო, უცხოეთში ეს ერთმა მიზეზმა განაპირობა ხოლო საქართველოში ორმა. დავიწყოთ უცხოელებიდან - საქმე იმაშია რომ ილიაც და მოვსარიც ორი ახალგაზრდა, წაუგებელი ძალიან პერსპექტიული სპორტსმენია(ორივეს მომავალ ჩემპიონად განიხილავენ) შესაბამისად კრიტიკის მიზეზიც ეს გახლდა რომელიმეს სტატისტიკა უფუჭდება რაც ამ ასაკისთვის ძალიან ცუდია. ხოლო საქართველოში ამას ისიც დაემატა რომ ევლოევი ინგუშია და ამ თემას აღარ გავშლი ყველამ ყველაფერი კარგად იცით. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა ორივესთვის და გარდამტეხი მათი კარიერისთვის.
გურამ ქუთათელაძე 30 წლის ( რეიტინგს მიღმა )
ქართველ ვიკინგს სავიზო პრობლემები შეექმნა. მოგვარდება და წელსვე დაუბრუნდება ოქტაგონს.
რომან დოლიძე 33 წლის ( რეიტინგს მიღმა )
რომანმა ბოლო ბრძოლა წააგო მაგრამ გვპირდება რომ ბევრად ძლიერი დაბრუნდება.
ზვიად ლაზიშვილი 29 წლის ( რეიტინგს მიღმა )
ასევე ძალიან დიდი პესპექტივის მქონე მებრძოლი. ამ ეტაპზე ორგანიზაციაში პირველი ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო, მაგრამ მისი შესაძლებლობების ჩვენებას დარწმუნებული ვარ შემდეგივე ბრძოლაში შეძლებს.
ასევე სხვა ორგანიზაციებშიც გვყავს ძალიან კარგი მებრძოლები რომლებსაც ეტაპობრივად მიმოვიხილავ.
ძალიან საინტერესო სპორტია. დიდი ხანია საუბარი მიდის ოლიმპიურ სახეობად ჩამოყალიბებაზე და ძალიან დიდი ძვრებია ამ მხრივ. დროის ამბავია მოკლედ. წარმატებები.