დალაგებულზე.
ძალიან არ მევასება, როცა უზერნი წერენ ხომ ვამბობდი და ხომ გამოვიცანიო, მაგრამ ამ ერთხელ მაპატიეთ:
1. ვწერდი ისრაელი ვერ გაგვიტანს მეთქი - ვერ გაგვიტანეს.
თუმცა 120 წუთში კარის ჩარჩოში თუ ერთს ვერ მოვარტყავდით ნაღდად არ მეგონა.
2. ვწერდი, სანამ თამაშების მოგებას ძვლების დადების გარეშე, მარტო კლასის ხარჯზე არ ვისწავლით ზედა დონეზე ასულად არ ჩავითვლებით მეთქი.
ვერც ძვლების დადებამ გვიშველა.
3. ვწერდი, ჯობს ფედერაციამ შოტლანდიაში 3 ქულაზე ჩალიჩს პრიორიტეტად ნაკრების ოლიმპიადაზე გასვლა აირჩიოს მეთქი - ვერც სამი ქულა ავიღეთ და ოლიმპიადაც სათუო გვაქვს.
რა პრობლემები დავინახე და რაც ყველა ნაკრებს ეხება.
1. რატომ ითვლება ბურთის კონტროლი (მეტოქისთვის დამალვა) საკუთარ ნახევარზე კოტრიალი და ყოველი მესამე პასი მეკარისთვის მიგორება, გაუგებარია.
2. დაცვის დროს რატომ ვიგერიებთ ბურთს უსისტემოდ, უაზროდ და ქაოსურად, რითაც მოწინააღმდეგეს შეტევის მომდევნო ფაზის განხორციელების სესაძლებლობას მარტივად ვანიჭებთ, ესეც.
შესაბამისად,
არ არსებობს პირველი პასი და ეფექტრად ვერ ვიყენებთ ისეთ გამქცევებს როგორებიცაა კვარა, წიტა, ზურიკო და სხვები.
3.რატომ ხვდებოდა ისრაელის ნაკრები ჩვენ შეტევას ცენტრთან და რატომ ვაკეთებდით იგივეს ჩვენ საჯარიმისთან?
აქედან გამომდინარე, ბურთის მოპოვების შემდეგ ებრაელებს შეტევისთვის ნახევარი მინდორის გარბენა ჭირდებოდათ, ჩვენ კი იგივეს მოედნის 2/3-ის დაძლევის შემდეგ ვაკეთებდით. შესაბამისი შედეგებით.
სვანაძეზე არაფერს ვწერდი.
იგებდა გუნდი და რა უნდა მეთქვა?
მაგრამ
ვინმემ დათვალა 4 თამაშში ჩვენი კარების ძელს ბურთი რამდენჯერ მოხვდა? 6-7?
ძელი ხომ პოტენციურად გაშვებული გოლია?
სვანაძე რამდენად ძლიერი ტრენერია, არ ვიცი, მაგრამ საოცრად იღბალა რომ არის ფაქტია.
ვფიქრობ, შესაცვლელია.
საქართველოში მას მინიმუმ 2 მწვრთნელი (დემჩენკო - თეთრაძე) მაინც ჯობს.
მამენტ სლუცკიც აქ არის, რომელიც, სანამ მარჯვენა ფლანგზე მორბენალ მაკაროვს გაუყიდდნენ და მთელი წნეხი ხვიჩაზე გადსვიდოდა რუბინს საკმაოდ ავანტურისტულ, შედეგიან და ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა.
არ გვინდა ესენი?
კი ბატონო.
ჰოლანდიის ტრენერს, სავარაუდოდ, გააგდებენ და იქნებ ეგ მაინც დავითრიოთ.
კიდევ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
იმ ტიპს მინდა შევულაგო, ვინც კვარას და ჟორჟიკას ის ტექსტები აუკრიფა, სადაც მათ ნაკრებში თამაში იუარეს.
მიქაუტაძე გუშინ რომ გვყოლოდა დარწმუნებული ვარ, კარში მინიმუმ 3-4 ზუსტი დარტყმა მაინც ექნებოდა.
მერე რა მოხდებოდა არავინ იცის.
ამიტომ
ერთი საზონოვი უფრო მიყვარს, ვიდრე 10 მიქაუტაძე და დიდი მოკითხვა იმათ, ვინც საბას ჩვემ ნაკრებში თამაშს ეჭვის თვალით უყურებდა და ჯიგრულ პონტში გვამუნათებდა.
ამ ევროპამ აჩვენა, რომ მარადიშვილიც უნდა გავაქართველოთ, მელქაძეც, ღონღაძეც და სუსლოპაროვიც, ანუ ყველა ვისაც ნაკრებში სიღრმისა და კონკურენციის შექმნა შეუძლია.
ბიჭებზეც ვიტყვი ცოტას:
ტურნირზე ყველას ქონდა 1 გამორჩეული თამაში. ერთადერთი, ვინც 4-ივე შეხვედრაში გამორჩეული იყო, ესაა საბა საზონოვი. ნაკრების სული და გული. ძალიან მაგარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანი. წარმატება მინდა ვუსურვო კარიერაში. ჰამბურგი არაა დასაწყისისთვის ცუდი ვარიანტი. ერთ წელიწადში ბუნდესში გაიჩითება. (იმედი მაქვს, მეტს აღარ გამაზავენ) ძალიან მაგრა განვითარედება და მონსტრი გვეყოლება.
გელაშვლი, საზონოვი, ლოჩო - ნაკრების მომავალი.
კაშო, კვირკველა, დვალი, ტაბიძე, კაკაბა დიდი მადლობა, მაგრამ დროა უკვე ბიჭებო...
ფლანგებზე, გოჩოლა და აზარა.
ნახევარ დაცვაში წიტა, კვარა, ზუკა, ლობჟანა, თავდასხმა ჟორჟიკა, გაგუა (ხარვეზების მიუხედავად მომეწონა).
და ჩვენი ტკივილი - საყრდენი ზონა.
ვონც ახლა გვყავს - კიტე, გაგნიძეები, მექვაბა - არაა საკმარისი.
კვეკვე, აბუ - ნახვამდის
ვინმე ქართულ ფესვებიანი 90 წუთი მორბენალი პიტბული უნდა მოვაგდოთ.
და ბოლოს,
უდიდესი მადლობა ბიჭებს იმ ემოციებისთვის, რაც გვაჩუქეს.
პერსპექტივა, არის მაგრამ არა ამ მწვრთნელების ხელში.
პ.ს. პოსტი რომ გადავიითხე, აღმოვაცინე რომ ჩაკვეზე ერთი სიტყვა არ მქონდა დაწერილი
სამწუხაროა.
This post has been edited by VoK on 2 Jul 2023, 08:54
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...