#62511884 · 13 Mar 2026, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tengiz@@
| QUOTE | დემეტრაძეზე სერიოზულად არ მგონიათ წერდეთ დემეზე მაღლა დგას იაშვილი იაშვილზე მაღლა არველაძე არველაძეზე მაღლა დადგება( ჯერ არ დგას) მიქაუტაძე.
კვარაცხელია კოსმოსით წინაა ჟორჟზე. იმდენად დიდი სხვაობაა. საერთოდ ვერავინ ვერ მივა ახლოს ვერც კალაძე და კიდევ ჟორჟი რო მიამატო და კიდე ქინქლაძე
იმდენად დიდი მასშტაბია ხვიჩა ჯერ კარგად არ გაქვთ გააზრებული |
კი ბატონო! 25 წლის ასაკში კვარას მოგებული აქვს 2 ქვეყნის ტოპ ლიგა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ფინალში გოლი გაიტანა. პლიუს 20 გოლი აქვს გატანილი საქართველოს ნაკრებში. ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ნაკრების მანდ მოხვედრაში ლომის წვლილი შეიტანა. პლიუს პრაქტიკულად მარტომ შეძლო და მთელი საქართველო შემოაბრუნა ნაკრებისა და ფეხბურთისკენ. დღეს რომ საქართველოში ფეხბურთის ბუმია დიდწილად სწორედ კვარას დამსახურებაა. ვის გაუკეთებია ამდენი, რაის დემეტრაძე, ჯანაშია თუ ქინქლაძე და არველაძე. დაგავიწყდათ მთელი 90-იანები და 2000-იანი წლებს დასაწყისი სულ მაგათ გინებაში რომ იყო ხალხი? ფეხებს უფრთხილდებიანო ნაკრებში, არაფერი გვეშველება, სტადიონები გადავხნათო და ეგეთები აღარ გახსოვთ?
|