როგორ არ შეუძლია, მაგრამ ეგ რომ მოხდეს შემდეგი პირობებია საჭირო
1. არავინ უნდა იცნობდეს, როგორც ნაპოლიში იმ პირველ სეზონში და მოულოდნელობის ეფექტი უნდა გქონდეს.
2. შეტევაში მინიმუმ, ოსიმენისნაირი კაცი უნდა ჰყავდეს გვერდით, ნაკლებად ეგოისტური, პასებით მომმარაგებელი და ხვიჩას საგოლე პასებსაც რომ ნაკლებად ანიავებდეს. პლიუს, სხვა გუნდელებიც მეტ-ნაკლებად უნდა მასზე თამაშობდნენ.
3. მწვრთნელმა დაცვითი ფუნქციებისგან მაქსიმალურად უნდა გაათავისუფლოს
4. მარსი უნდა შევიდეს მთვარის ეტლში და საერთოდ, ყველა ვარსკვლავი ხვიჩასადმი კეთილგანწყობილი უნდა იყოს
აბა ან იმ ჩემპიონობის მერე არეულ ნაპოლიში რა სტატისტიკა უნდა ჰქონოდა, ან ამ პსჟ-ში, სადაც ქვა რო ააგდო ან მეგოლეს დაეცემა ან მეპასეს.