მოდერაცია, აცოცხლეთ ეს თემა.
მოკლედ, თანაფორუმელებო, რადგანაც აქ ხართ ქართული სპორტის ქომაგნი საკმაოდ დიდი სტაჟით, მაინტერესებს რა რეფორმებს გაატარებდით მთავრობაში რომ იყოთ ან მთავრობას რომ მისცეთ რჩევები ქართული ფეხბურთის და ზოგადად სპორტის განვითარებისთვის.
მე დავიწყებ ჯერ.
პრიორიტეტად ავირჩევდი მხოლოდ იმ სპორტის სახეობებს, სადაც შანსი გვაქვს წარმატების და პოპულარული სპორტის სახეობებია და ასევე ოლიმპიურადის პროგრამაში ხვდებიან.
საბრძოლო ხელოვნების გასავითარებლად და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის სკოლებში ქართულ ჭიდაობას სავალდებულო საგნად და სპორტის სახეობად ვაქცევდი- რაც მოგვცემდა ბევრ ჯუდოს ჩემპიონს და ასევე MMA-ს ჩემპიონს.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ თავისუფალ და ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაშიც გამოგვადგებოდა, მიუხედავად იმსა, რომ ქართული ჭიდაობა ეფექტური უფრო ჯუდოსთვის არის; ასევე გვეყოლებოდა მომავალი თაობა, რომლებსაც ელემენტარული თავის დაცვა შეეძლებათ.
ყველა ქალაქში და რაიონში ავაშენებდი შესაბამის ზომის კომფორტულ საფეხბურთო, საკალათბურთო და სარაგბო სტადიონებს.
დიდი ქალაქების გარდა- ანუ თბილისი, ქუთაისი და ბათუმის გარდა ყველას ეყოლებოდა მაგ სამ სპორტში ერთი სახელობის გუნდი, ნუ რეალურად თბილისის გარდა არც სხვაგან არის მეტი საჭირო.
ყველა ბიზნესმენი, რომელიც შეიძენდა მაგ გუნდებს და ფუს ჩადებდა, განთავისუფლდებოდა გადსახადებიდან, ანუ სპორტში რა მოგებსაც ნახვდნენ.
დანარჩენს შემდეგ დავწერ, ახლა თქვენც გაგვანდეთ თქვენი მოსაზრებები.
არეულ-დარეული წერისთვის ბოდიშს ვიხდი, ძაან დაღლილი ვწერ და აზრის ჩამოყალიბება მიჭირს და ასევე სწორად წერა