ამ ახალ წელს შევხვდი დუბაიში და უძლიერესი იყო!!!
ნუ იქაური ხალხის შემშურდა!!! რა სახელმწიფო აუშენეს ბლინ, გავგიჟდი! უბედნიერესი ხალხია.
თან კარგი დრო იყო, არც ცხელოდა, მაგრამ ზალივში ბანაობა ჯერ კიდევ ასწორებდა, გრილი, მაგრამ სასიამოვნო წყალი იყო.
ირანული საავადმყოფო ნახეთ ვინმემ? ჯუმეირაშია ირანული საავადმყოფო და ირანული მეჩეთი. ულამაზესია ორივე. ალ უასლ როუდზე დგას.
დედაჩემის მეგობართან ვიყავით სტუმრად და ჯუმეირა ბიჩზე(ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ქუჩა, სანაპიროს გასწვრივაა) რაღაც ადგილას დავინახე ბევრი ერთნაირი ვილა, რატომ არიან ერთნაირებითქო და ეს სახელმწიფო აშენებს და ურიგებს ემირატელებსო. ვიტირე ლამის! და თურმე უცხოელებს დუბაიში არ სეუძლიათ სახლის ყიდვა, უფლება არ აქვთ, მხოლოდ ქირაობა. ბიზნესზეც ეგრეა. რაღაც ბიზნესს რომ ხსნი წილში ემირატელი უნდა ჩაისვა აუცილებლად
mal of the emirates-ში ვაბშე თვალები შუბლზე წამივიდა! რამხელა იყო! ხელოვნური სამთო-სათხილამურო კურორი იყო შიგნით.
შოპინგ ცენტრებიდან კიდევ mercato დამევასა. ეგეც ჯუმეირაში იყო. (არ გამოვდიოდი იქიდან
) პატარა და მყუდროა.
ნუ შეიხ ზაიდის ქუჩა იასნია ძალიან შთამბეჭდავია!
ერთი დღე კიდევ დუბაის მეზობელ ემირატში შარჯაში გავედით (ნუ ის ძალიან ღარიბულად გამოიყურებოდა ამასთან შედარებით) იქ ვ ასნოვნომ დუბაიში მომუშავე აბსლუგა ცხოვრობსო და თურმე სუხოი ზაკონი მოქმედებს!
თან გავისეირნეთ, დიუნებში ვირბინეთ (ქვიშა ჩამოვიტანე
) და თან ალკოჰოლის სპეციალიზირებულ მაღაზიაშიც ვიყავით (candy shop-ს ეძახიან იქ
), დუბაიში იასნია ასეთი არ არის.
მოკლედ ფანტასტიური დრო ვატარე.
And then he ran into my knife....
He ran into my knife 10 times!