გამოვიდაა

))))
Dato-Tolordavaრთულია ჩემთვის რამის თქმა როდესაც შენი წერილი წავიკითხე. გასაგებია, რომ რთულ პოზიციაში ხარ, ფსიქოლოგიური სტრესი მოსვენებას არ გაძლევს, ფიქრობ რომ შეცდომა დაუშვი დიდ ბრიტანეთში წამოსვლისას.
ზოგადად, შესანიშნავი (perfect) არაფერია. ყველას აქვს თავისი პლიუსი და მინუსი. როგორც ერს, ასევე ადგილს, ტერიტორიას, დაწესებულებას.
შენ რომ წერ: "ინდოელ-პაკისტანელები და მსგავსი ტრაწიანი ხალხი"
მე იმედი მაქვს რომ იძახი ისე, რომ ამის მნიშვნელობა არ გესმის. იმიტომ მაქვს იმედი, რომ თუკი ადამიანი იმპულსურად იძახის რამეს, მისი გადარჩენა კიდევ შეიძლება, ხოლო თუ მას სისხლიში აქვს გამჯდარი სხვა რასის დაბლა დაყენება, აქ ცოდა დიდი დრო იქნება საჭირო.
ერთი თეფშიდან, თითებით ჭამენ ინდოელ-პაკისტანელები-ო იძახი და თვლი, რომ შენ გაქვს მიზეზი იყო მათზე მაღლა. მოდი პრაგმატულად და ცივი გონებით მივუდგეთ საკითხს, როდედან არის რომ დანა-ჩანგალის მოხმარება დაიწყო ხალხმა საქართველოში? დიდი ხანია? თუ დავით აღმაშენებელი ჩანგლით ჭამდა საჭმელს?
იმას, რასაც შენ იძახი, ავტომატურად საკუთარ ერს აყენებ ჩრდილს და შეურაწყობას, რადგან ჩანგლით ჭამა არ ჭამა არ არის ერის ღირსების განმსაზღვრელი.
ჩვენთან საქართველოში "ხინკლის ჭამის" კულტურა, როდესაც უმეტესობა ხალხი ხელით ჭამს ხინკალს, ქონიანი წვენი მთელს ხელებზე და ხშირად მაგიდაზეც ეწუწება, მიდის შემდეგ ხელის ლოკვა თუ წვენის წრუპვა - ეს ნორმალურად არ მიაჩნიათ ზოგიერთ უცხოელს. შენ როგორ ფიქრობ, ხინკლის ჭამა საკმარისი მიზეზია რომ საქართველოს მოსახლეობა "ტრაწიანად და მესამე ხარისხის მოსახლეობად დაასახელო" ?
არადა, შენ თქვი ეს, ხელით ჭამა ასე ყოფილა და შენვე ყოფილხარ იგივე საზოგადოების წევრი საქართველოში.
ასე რომ, ხშირად "დუმილი ოქროა" რასაც იძახი, არის ძალიან ჰაერზე ნათქვამი და არავითარი ძალა ამ ნათქვამს არ აქვს.
ზიგმუნდ ფროიდს და მის ფსიქოალალიზს თუ დავუჯერებთ, "იდი" მძლავრობს შენში, დროა რომ "ეგომ" და "სუპერ ეგომ" ითამაშოს როლი შენს ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებში.
ანუ, არის ხალხი, უამრავი, საქართველოში, რომლის ოცნებაა სწავლა-განათლების მიღება. მათ არ აქვთ ამის საშუალება. არის ხალხი, რომლებსაც აქვთ საშუალება სწავლა-განათლების მიღება, მათ არ აქვთ ამის სურვილი.
შენ, ალბათ მეორე კატეგორიაში განიხილები, მოგეცა საშუალება სწავლისა; თუმცა, გაქვს უამრავი "მიზეზი" არ სწავლისა.
არ ჯობდა, რომ ფული იმას ქონდა ვისაც უნდოდა სწავლა და ვისაც არ უნდა სწავლა, იმას არ ქონოდა ეს ფული?
არადა, სიფრთხილე გმართებს. თუკი ეს იმპულსები მომძლავრდება შენში, შეიძლება ეს ხმამაღლაც წარმოთქვა ანდა რაიმე გაუგებრობაში მოყვე. აქ, დიდ ბრიტანეთში, საკმაოდ მკაცრია პოლიციაც და სასამართლო სისტემაც და ადვილად არ პატიობენ ადამიანს რასისტულ გამონათქვამებს და ქმედებებს.
სერიოზულად ვიძახი, შეიძლება 1 ხუმრობით ანდა "გულის ამონახეთქი" სიტყვა ძვირად დაჯდეს. ეცადე კონცენტრაცია გააკეთო პოზიტიურ მოვლენებზე; დაანებე თავი იმას, რაც არ მოგწონს; გაამახვილე ყურადღება იმაზე, რაც მოგწონს.
პესიმისტური მიდგომა დამღუპველია. არც ისე ცუდად არის საქმე. შენ გაცილებით კარგ მდგომარეობაში ხარ, ვიდრე ადამიანი ვინც უსინათლო დაიბადა, ანდა ადამიანი ვინც კიდურები დაკარგა. ჩვენ, არ ვაფასებთ ხოლმე რა გვაქვს დღეს, მანამ სანამ არ ვკარგავთ იმას რაც გვაქვს.
სწავლა - იყო მიზეზი შენი აქ წამოსვლისა და გაამახვილე ყურადღება ამ კუთხით. სწავლა გახსნის ბევრ კარებს მომავალში. მეც ვეუბნები იგივე რამეს ჩემს თავს როდესაც ფსიქოლოგიური სტრესი თუ დისკომფორტი შემომიტევს ხოლმე. "კონცენტრაცია იმ საკითხზე რაც მთავარი მიზანია ჩემი აქ ყოფნისა", დანარჩენი არის მეორეხარიხოვანი. სახლები, ონკანები, წვიმა - ეს მოგვარებადია. მთავარია ფსიქოლოგიური განწყობა. არა პესიმისტური.
აქ იწერება რჩევები, ზოგი კლუბში წასვლას იძახის, ზოგი რას ზოგი რას; ეს ინდივიდუალურია, კლუბში წასვლა, არ მოაგვარებს ამ პრობლემას, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს. ეს სისტემის ბრალია, ნერვიული სისტემის, რომელიც შეკეთებას საჭიროებს. ძირითადად, შინაგანი ძალა მოცემს საშუალებას მოაგვარო ეს პრობლემები. მართე შენი თავი შენვე, ნუ მისცემ საშUალებას ფიქრს გმართოს შენ.
ადამიანის სიძლიერე არის იმაში რომ აკეთოს ის რაც არ უნდა, თუ შენ იმას აკეთEბ რაც გინდა, ეს არ არის დიდ რამ, არამედ ჩვეულებრივი. თუკი, შენ ამ გამოცდას ვერ გაუძლებ, მაშინ გამოდის რომ შენ ჯერ არ ხარ მზად დიდ სარბიელზე გასასვლელად.
არ ვიცი რელიგიასთან რა კავშირი გაქვს; თუ ახლო, მაშინ "7 სისტერ" მეტროსთან არის ქართული ეკლესია, ეს დაგეხმარება. ასევე, რელიგიურად, სიყვარული არის ადამიანის ქმედებისა თუ სიტყვის განმსაზღვრელი; ესეც გასათვალისწინებელია. ანუ, სხვა ერის ზიზღი, არაქრისტიანული და თვალთმაქცურია; ვისაც სხვა ერი ეზიზღება მისი კანის ფერისა თუ ქმედების გამო, მაშინ მის ადგილი არ არის რელიგიაში, რელიგია არ ცნობს ასეთ ხალხს მანამ სანამ არ შეძლებს ადამიანი დაამარცხოს ეს ფობია, სხვა ერის ზიზღი.
მუდმივი არაფერია, შენ შეგიძლია შეცვალო შენი ახლანდელი დამოკიდებულება საკითხების მიმართ.
საერთოდ, რასისტული განცხადებების გაკეთება ფორუმზეც დასჯადია და არ ვურჩევდი არავის ამ სიტყვების ატაცებას. ანუ, "ბანი" და "ვორნი" - ა რასისტულ განცხადებების გაკეთებაზე, თუ კარგად მახსოვს.
ეს ლონდონია, მრავალფეროვანი ქალაქი
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 2 May 2012, 13:03
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".