maco79იორდანიაში ტურისტი ყველა ქვეყნიდან ჩადის წელიწადის ნებისმიერ დროს. მრავლად არიან მარტო მოგზაურებიც და ჯგუფებიც.
1 კვირა ალბათ საკმარისია. გააჩნია თქვენ როგორი მოგზაური ხართ. შეიძლება დედაქალაქში მხოლოს 1-2 დღე გაჩერდე და დანარჩენი დღეები სხვაგან გაატარო, თუმცა უამრავი საინტერესო ადგილი იორდანიაში 1 დღიანი ტურებით შეგიძლია მოიარო, პეტრაც, კი რომელიც დაახლოებით 3 საათის სავალზეა, თუმცა შეიძლება თვითონ ქალაქ პეტრაში დარჩე 2 დღე და ნახო კიდევ 1 საათის სავალზე მდებარე ვადი რუმის უდაბნო..
პეტრას ტრანსპორტზე დაგიწერ:
შეიძლება წინასწარ მოელაპარაკო ტაქსს. (შეიძლება ისეთი შეგხვდეს ვინც 50 დინარად წაგიყვანს, დაგელოდება და წამოგიყვანს, თუმცა ისეთიც შეიძლება იყოს, 100 დინარს რომ არ დაუკლებს), ფასზე წინასწარ მოლაპარაკება აუცილებელია, როგორც ტრანსპორტზე, ისე ყველაფერზე უნდა ევაჭრო.
ავტობუსი: Alpha Daily Tours (Tel. (06) 5855196) ან JETT (Tel. (06) 5664146). წინასწარ იყიდი ავტობუსის ბილეთს. განრიგით გასვლა დილის 6:30-ზე, უკან დაბრუნება 4-ზე.
პეტრაში შესასვლელი ბილეთი 50 დინარია, რაც დაახლოებით 70 დოლარია. გეტყვიან ამ ფასში გიდიც შედისო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯგუფთან ერთად იქნები. ცხენით გასეირნებაც შედისო, იმასაც გეტყვიან, მაგრამ ცხენის პატრონ ბედუინს აუცილებლად მოგიწევს მისცე 1-3 დინარი მაინც

))
სასურველია ფული სასტუმროში არ დაახურდავო, დაბალი კურსია. სავაჭრო ცენტრებში, ქალაქში ყველგან არის ვალუტის გადაცვლა. 1 იორდანიული დინარი 1.4 დოლარია. (100 $ - 70 JD).
ძირითადი სანახავი ადგილები შეათვალიერე აქ (თუმცა რახან წასვლის მსურველი ხარ, ბლომად გექნება მოძიებული ინფორმაცია

)
http://www.petramoon.com/sites.html