@SOPO@კი გეტყვი ზედ გრან ვიაზეა(მადრიდის "რუსთაველზე") ძალიან ლამაზ არქიტექტურულ სახლში ერთ სართულზე აქვთ გაკეთებული ჰოსტელი. ძაან კმაყოფილი დავრჩი მე, მაგაზე უარეს ვითომ "ჰოტელში" რომში 80 ევრო ვთხლიშე. ძაან კმაყოფილი დარჩები. ერთი ისაა საუზმე არ შედის. მარა ქუჩის გადასწვრივ არის კარგი კაფე და მე ერთხელ იქ ვისაუზმე. თუმცა ესპანეთში "მუსეო დე ხამონში" საუზმე ძაან ტრადიციული რამეა და თუ ესპანური პონტი ამოგივიდა ყელში, სტარბაქსი ყველა ნაბიჯზეა და იაფია

მისამართსაც მოგწერ, ტელეფონსაც, სახელსაც - მაგათი ვიზიტკა საფულეში უნდა მქონდეს...
და დორმს რაც შეეხება, დორმი არის იგივე "დორმიტორი"(ინგლისურად) და დორმიტორიო(ლათინურად და ესპანურად). ნიშნავს უბრალოდ დასაძიენებელს

ანუ საერთო საცხოვრებელი ხომ წარმოგიდგენია ხალხი ოთახს რომ იყოფს და ყველას საერთო ოთახში ძინავთ? ხოდა ეგაა დორმი. საწოლი გექნება შენი, მაგრამ საზიარო აბაზანა კი არა და ოთახიც კი საზიაროა. მე თუ მკითხავ დორმები სარისკოა, ჯერ როგორ უნდა გეძინოს მშვიდად ვიღაცეების გარემოცვაში და მერე დილით შეიძLება გაიღვიძო და დარჩე უყველაფროდ

)) რავი მე ეგეთი რამეების მეშინია და არც შენ გირჩევდი.. ჯობია ცოტა ფული დაამატო და ჰოსტელში წახვიდე, ვიდრე დორმში.
კარგია ჰოტელი, მერე ჰოსტელი, მერე ბედ ენდ ბრექფესთი და სულ ბოლოს თუ სამყარო ჩამოინგრა, დორმი