გამარჯობა
აქ დავწერ ნოემბრის დასაწყისში ჩემ ვიზიტზე ვენაში.
ავსტრიაში წავედი ოჯახთან ერთად.
სრულწლოვანებს გჭირდებათ კოვიდ პასპორტი. აპოსტილი საჭირო არ არის. 7 წლის ბავშვზე წაღებული მქონდა სწრაფი ტესტის ანუ ანტიგენის პასუხი. ვადა შესვლის დროს არ უნდა ქონდეს გასული 48 საათი. არც ანტიგენის საბუთს სჭირდება დამოწმება აპოსტილით. მთავარია ინგლისურად იყოს მითითებული სახელი გვარი და უარყოფითია.
6-11 წლის ბავშვებზე ანტიგენის წარდგენა სავალდებულო არ არის. მე თავის დაზღვევის მიზნით წავიღე. თუმცა არსად დამჭირდა.
რაც შეეხება 12 წლის და ზევით ბავშვისთვის აუცილებელია პისიარ ტესტი, შესვლის დროს 72 საათი არ უნდა იყოს გასული ტესტის გაკეთებიდან. ამ საბუთს აქაც ითხოვენ ჩვენები და ავსტრიაშიც. აუცილებელია ინგლისურად იყოს მონაცემები.
პისიარ ტესტის გაკეთებას გირჩევთ სააკაძის ძეგლიდან ვახუშტის ხიდისკენ მიმავალ გზაზე არსებულ Humanity Laboratory ოფისში. არ მისული სოკარის სადგურთან. 49 ლარად პასუხი მივიღე 6 საათში. ტესტი გავუკეთე დღის 12:15 ზე.
პისიარის რაც უფრო ბოლო მომენტში გაიკეთებთ უკეთესია. 72 საათის მერე ვადა გასდის და ვეღარ შეიყვანთ ბავშვს ზოოპარკში, რესტორანში, პრატერში. ანუ თუ 72 საათში ვერ ჩაეტევით იქ მოგიწევთ ახლიდან პისიარის გაკეთება ბავშვზე. თუ არ აპირებთ სადმე შეყვანას, მაშინ საერთოდ არ დაგჭირდებათ, მთავარია ქვეყანაში შესვლამდე ქონდეს ვადა.
ავსტრიიდან გამოფრენის დროს აღარ გჭირდებათ ბავშვებზე ანტიგენის და პისიარ ტესტის წარდგენა.
* * *
ბავშვების ტესტის ვადის გამო, ტური დავიწყე შონბრუნის სასახლიდან.
გავაგრძელეთ ზოოპარკით. საოცრებაა.
მეორე დღეს ვეწვიეთ ბელვედერის სასახლეს. აქედან ტრამვაი და მეტროს გამოყენებით ვეწვიეთ Donau Zentrum უზარმაზარ სავაჭრო ცენტრს, Legos ოფიციალური მაღაზიას. გავისეირნეთ დუნაიზე. დღე გავაგრძელეთ პრატერში. ზოოპარკსა და პრატერში ვადიანი პისიარი გჭირდებათ 12 და ზევით ბავშვებზე.
* * *
მესამე დღეს ვეწვით ოპერას, ალბერტინას მუზეუმს, ბურგარტენის პარკს. აქ იხილავთ მოცარტის და გოეთეს ქანდაკებებს, პეპლების სახლს და პალმების ორანჟერიას. შიდა ეზოთი გადავედით ჰოფბურგის სასახლის ეზოში.
ვეწვიეთ წმინდა შტეფანის ტაძარს. გავისეირნეთ შტეფანპლაცზე. ვეწვიეთ ანკერის საათს ზუსტად 12 საათზე. ამ დროს 12 ისტორიული პერსონაჟი გამოდის.
მოვინახულეთ წმინდა პეტრეს ულამაზესი ტაძარი.
მოგვიანებით გავისეირნეთ რატუშასთან.
მეოთხე დღეს ვესტუმრეთ stadtpark - ს( ულამაზესი პარკია), წმინდა კარლის ეკლესიას. აქედან გავისეირნეთ ისევ ისტორიულ უბანში.
შუადღეს გამოვფრინდით.
ტრანსპორტი: 1 კვირის ულიმიტო 17.10 ევრო.

6 და ზევით ყველას სჭირდება. იყენებთ ყველგან (მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი).
აეროპორტიდან ეგრევე ჩადიხართ მატარებლის ხაზზე. აუცილებელია ცალკე ბილეთი (4.3 ევრო). აეროპორტი ქალაქის ზონაში არ შედის ამიტომ არის დამატებითი ბილეთი საჭირო.
რაოდენობაში შეღავათია.

გირჩევთ აუცილებლად შეიძინოთ ტრანსპორტის ბილეთი, როდის შეგამოწმებენ კაცმა არ იცის. ჯარიმა 100 ევრო.
* * *
რესტორანი:
გირჩევთ ისტორიულ უბანში, შტეფანპლაცთან ახლოს, ისტორიული შენობის სარდაფში მდებარე რესტორანს
ZWOLF - Apostelkeller.
This post has been edited by askanswer on 9 Nov 2021, 15:09