system1kaკი, 3 დღე მივუთითე 25-ში.
და შესვლის თარიღი და გამოსვლის ტარიღები მივუთითე 29-ში და 30ში.
28 აზრზე არ ვარ რა არის.
დაჟე სასტუმრო სადაც უნდა ჩამეწერა ისიც გამომიტოვებია და იმ ქალმა მიაჯღაბნა (რასაც ჰქვია) ჩემი სასტუმროს სახელი და მისამართი და ტელ ნომერი.
სასტუმროს ჩაწერა მე თვითონ გამომრჩა.
და ამის გარდა 2 განყოფილება ვერ გავიგე რა ინფო-ს მთხოვდნენ და წინ წერტილები დავუსვი და რომ მივედი იმ ქალს ვუთხარი - ესა და ეს ვერ გავიგე მეთქი რა უნდა დამეწერა მეთქი.
და არ ვიცი თვითნ ჩაწერა თუ არა რამე.
ძალიან მაღალი დესკი იყო, მაღალი ვარ და ძლივს დავაყრდენი იდაყვები, იმსიმაღლე დესკი იყო და თვითონ ჩვეულებრივ სკამზე იჯდა ჩვეულებრივი მაგიდის სიმაღლის დესკთან, ასე რომ ამ მაღალი დესკიდან უნდა გადავყუდებულიტავი რომ დამენახა რას წერდა ან რას უშვრებოდა იმ ჩემს დკომუნეტებს.
საშინელებაა...
შეუძლია შენი მიტანილი საბუთი მოქესტოს, ჩააგდოს იატაკზე და გააგზავნოს შენი საბუთები 1 ან 2 საბუთის გარეშე და მოგივა ავტომატური უარი.
ძალიან ცუდი დესკი აქვთ. (საზღვარგარეთ ვარ, აქ ჩავაბარე საბუთები).
ძალიან ვინერვიულე ამის გამო - სანამ პასუხი მოვიდოდა.
ისიც კი ვიფიქრე - თუ უარი მომივიდა - ალბათ იმ ქალმა რამე დოკუმენტები არ გააგზავნა და ამიტომ მეთქი.
თან იცი რა იყო, მივიტანე გამზადებული 35 ევრო (საქართველოს მოქალაქეები 35 ევროს იხდიან (ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ რამოდენიმე ქვეყანა) და დანარჩენი - 60 ევრო.
ის კი წავიკითხე საიტზე რომ მხოლოდ ნაღდზე უნდა გადაიხადოთო. მაგრამ ის არ წამიკითხავს ადგილობრივი ვალუტითო.
მოკლედ არ მიიღო ამ ქალმა ევროები, დავუტოვე ეს საბუთები და გამოვედი ბანკომატის საძებლენად.
რომ მივედი - გადამახდევინა 60 ევროს ექვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში,
მეთქი ოე, საქართველოს მექალაქე ვარ და ჩვენ 35 ევროს გადახვა გვევალება და არა 60ის მეთქი,
პასუხი იყო:"მე არ ვიცი. ეს ის სტანდარტული საფასურია რასაც ყველას ვახდევინებთ".
მეთქი - ოკ.
გადავიხადე. მომაწოდა გამჭვირვალე პაპკა სადაც ცაუდვია მთელი ჩემი საბუთები ჩემს იქ არ ყოფნაში, მარკერით აჭრელებულები, რაღაც ფურცლები დაკრულები.
ხო და გავშალე ეს პაპკა რომ მენახა ერთი კონკრეტული საბუთი რომელიც ბოლოს მივეცი და არ უნდოდა რომ აეღო, მეუბნებოდა - არ არის საჭიროვო (ქონების საკუთრების ცნობა), მაინტერესებდა ხომ არ გადააგდო და პაპკაში არ ჩადო.
ცოცხალი თავით არ მომცა უფლება, დახურეო ეხლავეო და დაჯექი და დაელოდეო თითის ანაბეჭდების რიგსო.
3ჯერ ვცადე გადამეფურცლა ჩემი დოკუმენტები, სამჯერვე: "გთხოვ, დატოვე საბუთები იმავე მდგომარეობაში როგორც არის და დაელოდე შენს რიგს ანაბეჭდებზეო.
მეთქი არ გადავრთულო სიტუაცია და დავემორჩილე.
მე რომ უარი მიმეღო ვიზასე - ავწევდი ერთ ამბავს იქ: მათ მაღალ დესკსაც გავაპროტესტებდი, იმ ინდუსი წიოწიას ქმედებასაც და ზედმეტი რომ გადამახდევინა ხომ საერთოდ შევდგებოდი მაგათ ყველას ზედ.
საბუთების შეტანიდან 2 დღის მერე მოვძებნე VFS ნიდერლანდების იმეილი და მივწერე-ასე და ასე ვიზაზე 35 ევროს მაგივრად 60 ევრო გადამახდევინეს და იქნებ ამიხსნათ - რატომ მეთქი. (ჩემი საბუთები და პასპორტი უკვე სხვა ქვეყანაში იყო გაგზავნილი ვიზაზე განსახილველად და მეკიდა უკვე).
მომივიდა პასუხი - გადავაგზავნეთო შესაბამის განყოფილებაში ეს ინფორმაცია და ველოდებით პასუხს,
პასუხი როგორც კი მოვა - გეტყვითო.
მოკლედ , 5 დღის მერე დამირეკეს შენი პასპორტი ჩამოვიდა, წაიღეო.
მივედი, პასპორტი რომ მომცა - თან ფულიც მოაყოლა (ბოდიშის მოხდის გარეშე) - აი, მაშინ შეცდომით გადაგახდევინეთო.
უი, ხო, მეთქი, იმ ფულს მიბრუნებთ მეთქი?
ხო და მაშინ ხომ გითხარით მეთქი რომ ზედმეტს მახდევინებთ, ამდენი არ უნდა გადამახდევინოთ მეთქი...
ხმა ვერ ამოიღო..
ხან იღიმოდა, ხან შეშფოთებული სახე ჰქონდა ამ ინდუს დეიდას. დანარჩენი 2 თანამშრომელიც დასტრიალებდნენ, ანგარიშობდნენ რამდენი უნდა დაებრუნებინათ.
მერე რაღაც ფურცელზეც მომაწერინეს ხელი ამ თნხასთან დაკავშრებით.
პირველად დაჟე მეტი მომცა, გამოვიანგარიშე და მივიღე ნაკლები, ანუ ნაკლები უნდა დაებრუნებინა, და შეეშალა, და მე და იმ ერთმა თანამშრომელმა გოგომ ერთად ვთქვით - ამდენია თქო დასაბრუნებელი თანხა.
მაგრად ვინერვიულე მაგათი იდიოტური ოფისის გამო.
VFS გლობალი იყო, თვითონ ნიდერლანდების საკონსულო - არა.
(რამდენი დავწერე)