badriko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07
|
#29107800 · 8 Jan 2012, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
prageli პრაგაში გითრეს ეგ ? საფრანგეთის ქართველობა რა შუაშია ? დღეს, ინტერნეტის წყალობით, იგივე ინფო გვაქვს, რაც პრაგაში და თბილისში. პრეზიდენტებზე ქვემოთ ვისაუბრებ.Garcon_Fr Garcon_Fr
რა ლეგალური გზები ?
ადრე რა იყო, ეს არაა მთავარი. თუმცა ამაზეც დავწერ. ადრე, ფრანსუა მიტერანის დროს, შემოყარეს ბევრი ემიგრანტი, განსაკუთრებით, ალჟირიდან (უწოდებენ შავფეხებიანს : პიე ნუაღ), ასევე სხვა ჩრდილოაფრიკული (არაბული) ქვეყნებიდან, ასევე აფრიკელი ზანგები, იაფი მუშახელი, რომლებმაც საფრანგეთში გააშენეს ახალი გზები, ხიდები და შენობები და დარჩნენ კიდეც საფრანგეთში საცხოვრებლად, თან ჩამოიყვანეს თავიანთი არაბი (ალჟირელი და სხვა) ცოლები ან შეირთეს ფრანგი ცოლები და ასე მოხდა ამ მიგრანტების ნატურალიზაცია. ამათი ჩამომავლობა არის შერეული სისხლის თაობა, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა.
შემდეგ, როცა საფრანგეთში აეწყო პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება და გახდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, მოვიდნენ მემარჯვენეები (ჟაკ შირაქი), რომლებმაც შეზღუდეს მიგრაცია. ასეთივე მემარჯვენეა ნიკოლა სარკოზი. ამ მემარჯვენეების დროს მიგრაცია და ნატურალიზაცია (გაფრანგება) იყო შეზღუდული, თუმცა ყოველწელს ათი ათასობით ნატურალიზაცია ხდება მემარჯვენეების დროსაც. ნატურალიზაციას ხელს აწერენ პრეზიდენტები. სარკოზის დროს ეს ნატურალიზაცია კიდევ უფრო გამკაცრდა. სარკოზის შემდეგ ვინ იქნება პრეზიდენტი, ეს არავინ იცის დღეს.
სახალხო ფრონტის რასისტი ლიდერი ქ-ნი მარინ ლოპენი მამამისივით რასისტი და ქსენოფობი რჩება, იძახის ევროპიდან გამოვალ, ფნანკებს აღვადგენ, მყიდველუნარიანობასაცო, შევამცირებ გადასახადებს, ჩვენს კისერზე მცხოვრებ ემიგრანტებს კი გავაგდებო, ნატურალიზაციის პროცესს პრაქტიკულად შევწყვეტო და ვინც ადრე გაფრანგდა, კერძოდ დღეიდან მაქსიმუმ 10 წლის წინო, იმათ საქმეებსაც შევისწავლითო და თუკი პოლიციასთან შეხება ჰქონდათ, იმათ განვაფრანგებთ (დენატურალიზაცია) და გავაგდებთო, ორმაგ მოქალაქეობას ავკრძალავო, ვინც გაფრანგდა სუფთა ფრანგუყლი ქუდი დაიხუროსო, მეჩეთებს შევამცირებო და ა. შ. მანინ ლე პენ წუხს, რომ ვერ შეაგროვა მერების რეკომენდაციების საჭირო რაოდენობა საპრეზიდენტო კანდიდატობის წამოსაყენებლად, რადგან სარკოზის ჩემი ეშინია და სურს, რომ ამ გზით ჩემი კანდიდატურა არ იქნეს წამოყენებულიო.
სოციალისტი ფრანსუა (ჰ)ოლანდი კი დარწმუნებულია, რომ გაპრეზიდენტდება, იძახის, თავიდანვე ყველაზე მეტს დავაგროვებო, მეორე ტურზე კი მაინც მოვიგებო.
სარკოზის არა აქვს კარგად საქმე, რადგან კენჭისყრა ინფორმატიზებულია და გაყალბების მასიურობაზე ვერ იოცნებებ. თან, ეხლა უკვე მემარცხენეების (სოციალისტების) ჯერია, დაუწერელი კანონებით.
თუმცა საფრანგეთის ძირითად მოსახლეობას ("ნამდვილი" ფრანგები) მობეზრდა ეს ეკონომიკური კრიზისი და ამაში მათი უდიდესობა ადანაშაულებს ევროპას (რუმინელი ბოშების საფრანგეთში უვიზოდ თარეში, ქურდობა, მათხოვრობა და სხვათა ასევე კანონსაწინააღმდეგო აქტები, რაც გახშირდა ევროპის გაერთიანების მერე), ევროს (საბერძნეთის პრობლემების აკიდება ფრანგების მხრებზე) და მათ მომხრე მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს.
მარინ ლე პენი (ულტრამემარჯვენე) კი ევროპის და ევროს მოწინააღმდეგეა და აქვს შანსი, რომ მოაგროვოს ბევრი (თუმცა არასაკმაო ხმა), რადგან ევრო ბევრ ფრანგს მაინც მოსწონს : ამ ევროთი მთელს ევროპაში გადაუხურდავებლად დადიან და ცხოვრობენ.
არის პრინციპული ფრანსუა ბაირუ, მოდემის (არც მემარჯვენე, არც მემარცხენე) თავმჯდომარე, რომელმაც წინა არჩევნებზე მესამე ადგილი მიიღო, მაგრამ მეორე ტურზე არც სარკოზის დაუჭირა მხარი, არც სეგოლენ რუიალს. ამდენად, თავიდანვე წამგებიანი, თუმცა პრინციპული პოზიცია დაიკავა. როცა ძლივს გაიმარჯვა სარკოზიმ, თქვა, ბაირუს არ მოვიწვევ ხელისუფლებაში, რადგან მხარი არ დამიჭირაო. იგივეს იტყოდა სეგოლენი, რომ გაემარჯვა. დღეს ბაირუს ეკითხებიან, რატომ არც ერთს ზარ დაუჭირა მხარი. არ ვნანობო. არის შანსები , რომ ბაირუმ გაიმარჯვოს, რადგან ბევრი ფრანგი, ვისაც ვკითხე, მას აძლევს ხმას. სოციალისტ ჰოლანდს კი ის შეუშლის ხელს, რომ ემიგრაციის და (აქედან გამომდინარე) უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბიუჯეტის ზედმეტ სოციალურ საკითხებზე ფლანგვა-არგაფლანგვაში, მას "სუფთა" ფრანგები არ ენდობიან. არც ისინი, ვინც უკვე გაფრანგებულია და არ აწყობს ემიგრანტების ახალი ტალღა.
ემიგრაციის პრობლემა არის მთავარი. ზოგის აზრით, ეს ქმნისო "სუფთა" ფრანგების უმუშევრობას. სხვები კი პასუხებენ, რომ ემიგრანტები მოდიან ფულით და თავად ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებსო, რაც ერთეული მომენტებია და ამდენად ტყუილია. ემიგრაცია ფრანგებს უღირსო ბევრი ფული, სოციალური დახმარებები, უფასო სამედიცინო დაზღვევა, რასაც ჩვენ ფრანგები ვიხდითო. ამიტომ, სარკოზიმ დააწესა "შერჩეული ემიგრაცია" ანუ უპირატესობას ანიჭებენ არა მრავალშვილიან ან პოტენციურად შვილმრავალ ზანგ ქალებს, არამედ (განსაკუთრებით) საფრანგეთში დიპლომირებულ ახალგაზრდა მიგრანტებს, თანაც შემდეგ სფეროებში : მშენებლობა, რესტორანი, სასტუმრო, მოდა, ძიძა, მომვლელი, ექთანი... ოღონდ თუკი თავიდან თითქმის მხოლოდ საყველპური ფრანგულის ცოდნა იყო საკმარისი, აწი ნატურალიზაციისთვის საჭიროა კარგი ფრანგულის ცოდნა.
თავიდან სარკოზის დროს უცხოელ სტუდენტებს ჩამოსვლიდან 3 თვის შემდეგ მისცა კვირაში 20 საათის მუშაობის უფლება, ოღონდ ამისთვის საჭირო იყო ყოველტრიმესტული ან ყოველწლიური (გააჩნია ვიზას, ტრიმესტულია თუ წლიური) მუშაობის უფლების აღება. ამისთვის გთხოვდნენ : დამსაქმებელის წერილს, რომ გასაქმებს, ვიზას, საცხოვრებელი. ორიოდე წლის წინ სარკოზიმ გააუქმა ეს და უცხოელ სტუდენტებს მუშაობის უფლების გარეშე შეუძლიათ იმუშაონ კვირაში 20 საათი. სამაგიეროდ, გასტუდენტება გახდა ძნელი.
თუმცა სორბონის ძვირ ფრანგულის კურსებზე არის რამდენიმეთვიანი კურსები და პრაქტიკულად არავის ეუბნებიან უარს. ამის საფუძველზე იძლევიან ვიზას.
სხვანაირად ტურისტულით შეგიძლიათ ჩამოსვლა. მერე დარჩენა კი ძნელია, რადგან ზვიადს კი ჰქონდა აქ (უსამართლოდ) დიქტატორის სახელი, მაგრამ შევარდნაძესა და, განსაკუთრებით, "დემოკრატიის ჩირაღდნის" სააკაშვილის დროს აქ პრაქტიკულად არავის უჯერებენ, რომ სააკაშვილის დიქტატორულ ხელისუფლებას გამოექცა. ისინი, ვინც ნამდვილად გამოექცნენ (პოლიტიკური კუთხით), აქ მიიღეს ქაღალდები.
მე პირადად მეზიზღებიან ის ქართველები , რომლებიც იგონებენ ათასგვარ ამბებს და ასე ცდილობენ მოატყუონ საფრანგეთის მხარე, რათა მიიღონ საბუთები.
რადგან, აწი უკვე არც უჯერებენ. ყველანაირი ვერსიები უკვე მოისმინეს და ვერ გააკვირვებ.
ნატურალიზაციის საუკეთესო გზაა ფრანგული დიპლომებით მიიღო მოქალაქეობა. ამისთვის მინიმუმ 5 თუათი წელი უნდა ცხოვრობდე საფანგეთში. ამდენ ხანს კი პრაქტიკულად არ გაცხოვრებენ : სამუშაო და სწავლის მრავალწლიანობა აქ უკვე პრობლერმაა.
სტუდენტობის პერიოდში თუკი შეიყვარებ ვინმე ფრანგს და ასე დარჩები ერთწლიანი ვიზების მიღებით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საამისოდ ნატურალიზაციისათვის ხელისუფლება 4 წელს უცდის და ზოგჯერ გითვალთვალებენ, მართლა ერთად თუ ცხოვრობთ. 4 წელში კი ხშირია გაყრები. დაქორწინებიდან 4 წლის მერე კი ავტომატურად ხდება ნატურალიზაცია ანუ ხდები ფრანგი.
არის კიდევ უცხოელთა ლეგიონი, მაგრამ არ გირჩევთ : ძნელი ფიზიკური მომზადება სჭიირდება და კარგი ჯანმრთელობა, გაგზავნიან ცხელ წერტილებში.
და საერთოდ, ქართველებო, შეევეცადოთ ავაყვავოთ საქართველო და მანდ დავრჩეთ საცხოვრებლად.
მეც ჩამოვალ საქართველოში, უბრალოდ მინდა კიდევ ცოტა წავიმუშავო, თორემ სააკაშვილის ხელში უმუშევრობა, რეპრესიები და მათხოვრობა არ მსიამოვნებს.
იმედია, ბიძინა ივანიშვილი ემიგრანტი ქართველობის დაბრუნების და სამუშაოზე მოწყობის პროექტსაც შეიმუშავებს, ოღონდ საქართველოში დარჩენილთა სამუშაოდან გაგდების სანაცვლოდ კი არა. უნდა დავიდეს უმუშევრობა თუნდაც 10 % მდე.
|