anibani18თუ თანხაში არ ხარ შეზღუდული შეგიძლია ჩაფრინდე ქუთაისიდან ბუდაპეშტში, წახვიდე ვენაში, მერე პრაღაში და გამოფრინდე თბილისში... ან პირიქით გზა...
შიდა გადაადგილებებს თუ ავტობუსებს გადაწყვეტ, სტუდენტ ეჯენსი...
http://www.studentagencybus.com/ .... ამას ვუწევ რეკომენდაციას...
ვიზას რაც შეეება, გააჩნია პირველი სად ჩადიხარ და დიდ დროს სად ატარებ... თუ დღეების თანაბარი რაოდენობაა, რომელ ქვეყანაშიც ჩადიხარ პირველად, ვიზა იმან უნდა მოგცეს... ამ მხრივ ლატვიის საკონსულო ცოტა პრობლემატურია, ძალიან დიდი რიგებია და გააჩნია როდის მიდიხარ...
სასტუმროებს რაც შეეხება, პრაღა 1 არის ცენტრალური ნაწილი, მე პრაღა 2ში ვიყავი (ცოტა მოშორებითაა), სულ ფეხით დავდიოდი, არ გამჭირვებია არანაირად... ტრანსპორტი არ უნდა დაგჭირდეს... მითუმეტეს სანახაობები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და საინტერესოა ფეხით მოვლა... ^_^
ბუდაპეშტში ტრანსპორტი მაინც დაგჭირდება, სულ ფეხით ვერ ივლი... აქ ჩვენ გვქონდა ნაყიდი ტურისტული ავტობუსის ბილეთები... 72 სთ-იანი 15 ევროდ...
http://www.citytour.hu/en/index.html გამოგადგება... ოღონდ სრული პაკეტი 25 ევრო ღირდა 48 სთ, ვაჭრობა მოსული პონტი იყო და ფასი შევამცირებინეთ, დრო გავაზრდევინეთ...

არც ეგაა პრობლემა... ხო, ეგ ბილეთი მოიცავდა 72 სთ უფასო მგზავრობას (მთავარი ღირსშესანიშნაობებს მოგატარებს და გაჩერებები აქვს იმ ადგილებში, თუ დაგაინტერესებს ჩახვალ, დაათვალიერებ, გამოხვალ, დაელოდები შემდეგ ავტობუსს და გაყვები შემდეგ საინტერესო ადგილამდე) 2 ტურს გემით დუნაიზე (ღამის ტური და დღის ტური), რამდენიმე რესტორნისა და ბარის საჩუქარი იყო უფასო სასმელი-საჭმელი და სხვადასხვა ობიექტებზე ფასდაკლებები ... მოკლედ კარგია და გირჩევ რაა...

აი... ვენაში კი პირველი შოკი მივიღე მეტროში...

დავდებ საღამოს მეტროს რუკას... თუმცა ნახევარ საათში უკვე კარგად გარკვეული ვიყავი და რთული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა... ვენაში 48 სთ-იანი სამგზავრო გვქონდა ნაყიდი (მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი), რომელიც ასევე მოიცავდა ფასდაკლებებს მუზეუმებში და ა.შ... ეგ ვიყიდეთ სასტუმროში და ღირდა 18 ევრო თუ არ ვცდები... ერთჯერადად მგზავრობა მეტროში 2.2 ევრო ღირდა და ნუ გვიღირდა...
აუჰ, რამდენი ვწერე...