ნან_ა
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 166
წევრი No.: 140419
რეგისტრ.: 15-December 11
|
#28841353 · 20 Dec 2011, 13:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (mahatma-gandhi @ 21 Nov 2011, 11:38 ) | ........აუშვიცი-ბირკენაუში, პოლონეთი რომ ვიყავი, საკონცენტრაციო ბანაკში, იქ ჩემით რომ წავსულიყავი, ჯერ ათასი მატარებელი უნდა გამომეცვალა, მერე ფეხით უნდა მეარა (პირდაპირ არაფერი დადის ამ ბანაკისკენ კრაკოვიდან) და მერე თვითონ ბანაკში რომ შევიდოდი, ბარაკებს ვნახავდი და ეგ იქნებოდა და ეგ. არადა, აუშვიცი-ბირკენაუს ტურს აქვს ფასი მაშინ, თუკი თითოეულ შენობასთან, ბარაკთან დაკავშირებულ ისტრიას მოისმენ, რომელიც რაღა თქმა უნდა გიდის საშუალებით ხდება.
პატივისცემით, განდი. არწივი. |
მთლად სწორი ინფორმაცია არ არის: კრაკოვიდან პირდაპირი მატარებელი მიდის ოსვენციმში. ოსვენციმის მატარებლის სადგურიდან 10-15 წუთის სავალია ფეხით ბანაკამდე. მე თვითონ ვიყავი ასე ამ ზაფხულს. ავიღე აუდიო გაიდი, გაძლევენ ბანაკის გეგმასაც და ყველა ბარაკზე გამოკრულია ინფორმაცია რისთვის იყო გამოყენებული ეს შენობა..... იქვე, მაღაზიაში ვიყიდე Miklosh Niyszli-ს წიგნი, "I Was Doctor Mengel's Assistant". (ექიმი მენგელი იყო პიროვნება ვინც ცდებს ატარებდა ბანაკის პატიმრებზე, მიკლოშ ნიიჟლის კი ევალებოდა გარდაცვლილ ცდის პირთა ცხედრების ექსპერტიზა...). მიუხედავად იმისა, რომ მეგზური არ ამიყვანია, მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები საკმარისზე ძლიერი იყო, (ბირკენაუს მონახულება ვეღარც კი შევძელი.... )
ლუქსორში წასვლაც შეიძლება დამოუკიდებლად, მე თვითონ ასე ვიყავი 2010 წლის იანვარში. შარმ ელ შეიხიდან კაიროში წავედი დგილობრივი ავტობუსით. იქ გავჩერდი 3 დღე. კაიროდანვე წავედი დღის მატარებლით ალექსანდრიაში, მერე ისევ კაიროში დავბრუნდი და ღამის მატარებლით ( რომელიც ეგვიპტისთვის უჩვეულოდ სუფთა და კეთილმოწყობილი იყო) წავედი ჯერ ასუანში, ( ბილეთი $60, ვახშმით და საუზმით), ასუანიდან დღის მატარებლით ლუქსორში მივედი, ხოლო ლუქსორიდან ისევ ღამის მატარებლით კაიროში..... ვნახე ყველაფერ რის ნახვაც მინდოდა, და თანაც იმდენ ხანს ვჩერდებოდი თითოულ ადგილას, რამდენიც მსურდა...... ჩემი მეგობრები კი ასევე დამოუკიდებლად სულაც ტაქსით წავიდნენ ლუქსორში, (თუმცა ისინი ხურგადაში იყვნენ გაჩერებულები და თანაც ოთხნი იყვნენ--- ტაქსის ხარჯი გაინაწილეს) მოგზაურობის საკუთარი ძალებით დაგეგმვას არაფერი შეედრება, თითქმის ყველა საჭირო ინფორმაციას ვპოულობ ინტერნეტში, რა ვნახო, როდის, ტრანსპორტი...
(თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ პეტრაში მეც ტური ვიყიდე, შარმ ელ შეიხიდან ყველაზე მოხერხებული ხერხი ეს იყო)
This post has been edited by ნან_ა on 20 Dec 2011, 13:37
|