keYaმე მაინც ვერ ვნახე სისტემებში მსგავსი ფასი.... 4 აგვისტოზე ვეძებდი და 5* 1600იდან იწყება, 10 ღამით......
ცალკე ავიაბილეთი ნებისმიერ ავიაკომპანიაში შეგიძლია იყიდო, ეგვიპტური ავიახაზები ნაკლები ღირს ვიდრე აირზენა, მაგრამ კვირაში ერთხელ აქვთ რეისი (მგონი). და ცალკე ფრენას უფრო ძვირად ყიდიან ზოგადად.
ბუქინგ.კომ-ზე და გინდაც სასტუმროს საიტზეც შეგიძლია დაჯავშნო, თუმცა შეადარე ფასი.....
მინუსი ისაა, რომ სასტუმროს საიტზე ფასი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ტურისტულში, იმიტომ რომ ტუროპერატორები სეზონის დასაწყისში ბითუმად ყიდულობენ ნომრებს.
პლიუსი ისაა რომ ბუქინგ.კომ-ის მსგავს სისტემაში შეიძლება ფასდაკლება გაიჩითოს - ნაკლებსავარაუდოა რომ აგვისტოსთვის იყოს, ძალიან ახლოა აგვისტო.
და ინტერნეტით დაჯავშნა უმეტესწილად იმას ნიშნავს რომ ისეთ სასტუმროს არჩევ სადაც ქართველები არ იქნებიან - და მშვენიერ დასვენებას მოიწყობ მამაპაპური გინების გარეშე
* * *
მიცკევიჩზე ელიტტურს არ აქვს ოფისი?