revolteსიამოვნებით, ლუქსორის ტური ჩვენთვის დილის 5 საათზე დაიწყო.
ზოგადად ასე იწყება +- ნახევარი საათი.
მოკლეთ ახლო-მახლო სასტუმროებიდან კრეფენ ტურისტებს.
გზაზე ერთი გაჩერებაა სადაც კაფეა და ა.შ კაფე ალბათ უფრო ყავისთვის დაგჭირდებათ, საუზმეს და წყალს გამოგატანენ სასტუმროდან. ეცადეთ წყალი მაქსიმალურად ბევრი გაიყოლოთ, არ დაიზაროთ, ზედმეტს დატოვებთ ავტობუსში. თუ ვერ წამოიღეთ საკმარისი, არც ეგ არაა პრობლემა, ავტობუსში მოგყიდიან 2 ბოთლ ცივ წყალს ერთ დოლარად.
რაც შეეხება მოყიდვას

გიდს არაფერი დაუჯეროთ,იმ მხრივ რომ ზღაპრებს ყვება სუვენირების გამყიდვლებზე, ვითომ ისინი გლანძღავენ, გამოგეკიდებიან, უზდელები არიან , მოგატყუებენ და მხოლოდ მას.. გიდს ძალუძს წაგიყვანოთ საოცარ ადგილას სადაც ყველაფერი იაფია და არ უზდელობენ

აქვე ვიტყვი რომ არავინ უზდელობს, ნუ თუ მაინცდამაინც ამას მაინც ვერცერთი ტურისტი ვერ გაიგებს ენობრივი ბარიერის გამო

რაც შეეხება მოტყუებას: გიდი ძალიან იტყუება იმიტომ რომ ყველაფერი ძვირია და სადაც მიგიყვანთ, იქ თუ რამეს იყიდით ისიც იღებს შემოსავალს, ასე რომ ძალიან ცდილობს, უბრალოდ დოლარიან სუვენირებს იქ გაძლევენ 10 დოლარად დიდი "ფასდაკლების" მერე. რაც შეეხება სუვენირის გამყიდვლებს (გიდს რომ არ მოწონს ისინი) მართლა ბოდიალობენ რაღაცეებს, მაგრამ თქვენ კონკრეტულად ეუბნებით რომ გჭირდებათ 5 სუვენირი 3 დოლარად, ბოლოს, უკვე ავტობუსში რომ ადიხართ, შეიძლება 2 დოლარად იყიდოთ 5 ნივთი. აქ ყურადღება მიაქციეთ ერთ მომენტს, ეს სუვენირები როგორც წესი სხვადასხვა ტიპის ქვისაა, და იმის სადემონსტრაციოდ რომ ნამდვილად კარგი ნაკეთობაა დიდი მონდომებით ურთყავენ ქვებს და გაჩვენებენ რომ ამით არ ზიანდება, სასიამოვნო ამბავია, უბრალოდ ყიდვას რომ აპირებ, ჯიბიდან აძრობენ სხვა სუვენირს

ან ეგ შეამოწმებინეთ ან "ნიმუში " გამოართვით . საბოლოოდ ყველა ერთი და იგივეა, არ წააგებთ.
რაც შეეხება თვითონ ტურს: გიდი მოყოლას იწყებს შუა გზიდან და ძილში ხელს გიშლით

ლუქსორი გაყოფილია ორ ნაწილად, არის ცოცხლების ქალაქი და მკვდრების ქალაქი. ეს ორი ქალაქი ნილოსის სხვადასხვა მხარესაა განლაგებული. თავდაპირველად ცოცხლების ქალაქში ჩერდებით. და ძირითად ნაწილს ათვალიერებთ ანუ კარნაკს, ამონ-რა -ს ტაძარს სფინქსების ალეას, ისმენთ ფარაონების ცხოვრების შესახებ ისტორიებს,აქვე ქრისტიანული ტაძარიც გვაჩვენეს, შემორჩენილი ფრესკებით. შემდეგ მიდიხართ ქვისმთლელების სანახავად სადაც გიდი ზემოთხსენებულ სუვენირებს გვთავაზობს, ამის მერე პარფიუმერიის ფაბრიკის ჯერია: დაგვსვეს, წარმომაგდენელმა მამაკაცმა დაგვავალდებულა უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის ჩაწერა და სულ დაწვრილებით გვიამბო რა შველის ართრიტს რა ეთერზეთი ვიხმაროთ რადიკულიტისას და რა პოტენციის ასამაღლებლად ყველა ამ სურნელს ეტაპობრივად გაპკურებენ

, მერე დაჟინებული მზერით გელოდებიან როდის დააფასებ შეთავაზებულ ფასდაკლებას და წამოიღებ ამ სურნელების კორიანტელს. ასე სურნელოვნად ნავით ნილოსის მეორე მხარეს გადადიხართ სადილობთ და უკვე მკვდრების ქალაქში ხართ, აქ მემნოსის "მომღერალ" კოლოსებს ნახავთ.. არ მღერიან.. დგანან თავისთვის ჩუმად. როგორც ამბობენ, გამთენიისას ტემპერატურის ცვლილებისა და მუდმივი ნიავის შედეგად ამ ქანდაკებებში არსებული ნაპრალებიდან ხმა გამოდის, სულ ესაა მათი სიმღერა

შემდეგ ნახულობთ ხაჩსეფსუტის ტაძარს, ძალიან მასშტაბურია, შთამბეჭდავი და ბოლოს მიდიხართ სამარხებში. ჩვენ პატარა ბავშვით რომ ვიყავით ისევ იმ გიდმა არ გაგვიშვა. ცუდად გახდებითო, რომ ვნახე გუგლში მერე რა სილამაზე გამოვტოვე იმ გიდის მიხრჩობა მომინდა

შემდეგ 10 $ ის დამატებით წაგიყვანენ ბანანის "ჯუნგლებში" ჯუნგლები ჩვენი კახური ვენახის მასშტაბის მეჩვენა

იქვე ხილით გაგვიმასპინძლდნენ და მერე სახლში. ვრცელი გამოვიდა ჩემი მონაყოლი

ისე ჩემი აზრით ჯობია წასვლამდე ლუქსორის შესახებ წაიკითხოთ ცოტა თუნდაც ვიკიპედიიდან და ისე უფრო საინტერესო იქნება და გასაგები ეს დიდებული ნანგრევები.