z125shaძალიან გინდათ განდიზე საუბარი? გზა ხომ დაგანახეთ? წადით და იქ ილაპარაკეთ. აქ იშლება ასეთი საუბრები.
sha,
თემიდან გადახვევა (ეგრეთ წოდებული ოფტოპიკი) დაშვებულია ნიუ იორკის თემაში, რადგან ეძლევათ უცხოეთში მყოფ ქართულ ენაზე მოსაუბრე საზოგადოებას, ისაურონ იმ თემაზე რასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ეს პრივილეგია ამ ადამიანებს ენიჭებათ მოგზაურთა კლუბში. (მე ვარ ამის მომხრე). ასე რომ, ახალი ბორბლის გამგონებას ნუ შეეცდები. პოლიტიკაზე არ არის დაშვებული მოგზაურთა კლუბში საუბარი იმიტომ, რომ ეს საუბრები გადადიდ ტყ ტყ-ებში, რადგან დისკუსია ნორმალურად არ წარიმართება ხოლმე.
შენ რა პრეტენზია გაქვს ვინ ჩინური სამზარეულოს სურათს დადებს თუ მანქანის? როდიდან ადგენ შენ წესებს ქცევისა?
ნეიტრალური საუბრები, თუგინდ ლობსტერზე, დაშვებულია, რადგან ლობსტერზე, ან ჩინურ სამზარეულოზე საუბარი, არ გამოიწვევს ზოგიერთი ფორუმელის აღტკინებას და ტყტყ საუბრებს.
მოგზაურთა კლუბი არ არის პოლიტიკაზე საუბრის არენა. მნიშვნელოვანი ფაქტორი: რომ გახურდება ხოლმე პოლიტიკაზე საუბრები, მოდიან პროვოკატორები და ტროლები და იწყება ცეხლში ნავთის დასხმა.
არის განყოფილება "პოლიტიკა" სადაც საუბარი მიდის პოლიტიკაზე. რატომ არ გინდათ იქ დაწეროთ რა ხდება უკრაინაში, თუ გინდ სირიაში, თუ გინდ საქართველოს პოლიტიკურ სფეროში?
სავარაუდოდ, ხვდები მიზეზს მოგზაურთა კლუბში პოლიტიკის თემაზე არ საუბრსა. თუ ვერ (ან არ ) ხვდები, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. მე შევეცადე ამეხსნა ნორმალურად.
თუ კიდევ იგივეს გაიმეორებთ, ანუ, მოდერატორის გადაწყვეტილების განხილვა მოგზაურთა კლუბში გახსნილ თემაში (უკვე მერამდენედ გაგაფრთხილეთ) 20% ალალი იქნება თქვენზე. (ეჭვი არ შეგეპაროთ, მიიღEბთ)
გადახედეთ ამ ინფორმაციას:
http://forum.ge/rules.html4.15. იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციისა და მათი საქმეების საჯარო განხილვა (გამონაკლისს წარმოადგენს ზოგადი ხასიათის (არაპირადული) საკითხების განხილვა ფორუმში "ფორუმის შესახებ").
განხილვის ქვეშ იგულისხმება:
ფორუმის მოდერატორებთან ან ადმინისტრაციასთან მიმოწერა. მაგალითად, მათი გზავნილების ციტირება თხოვნებთან, გაფრთხილებებთან, შენიშვნებთან ან დასჯებთან დაკავშირებით, მათზე გამოპასუხება.
საქმის გარჩევები, მაგალითად, ასეთი ტიპის გზავნილი: "მე არ დამირღვევია წესები, თქვენი შენიშვნა უსაფუძვლოა!"
თხოვნები. მაგალითად, "გთხოვთ, გახსენით ეს თემა!"
კითხვები. მაგალითად, "რატომ წაშალეთ თემა?"
კომენტარები. მაგალითად, "აი, მივიღე გაფრთხილება, მადლობა ამისთვის მოდერატორს!"
პროვოკაციული კითხვები (რომლებზეც პირდაპირ პასუხებს ერთმნიშვნელოვნად მივყავართ წესების დარღვევასთან). მაგალითად, "რისთვის მივიღე შენიშვნა?"; "გაფრთხილება მოგცეს?"
ადმინისტრაციის უმოქმედობის განხილვა. მაგალითად, "რახან ეს მონაწილე მოდერატორებმა არ "დაბანეს", ე.ი. ისინი ერთად არიან!"
თუ ფორუმის მოდერატორმა ან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შენიშვნა მოგცათ ან გაგაფრთხილათ და ამან თქვენში პროტესტის გრძნობა გააჩინა, გაგიჩნდათ კითხვები ან მოგინდათ კომენტარების გაკეთება, მაშინ უმჯობესია პირადი მიმოწერის (PM-ის) საშუალებით გასცეთ პასუხი (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუ თქვენთვის ხელმიუწვდომელია PM-ის სერვისით სარგებლობა), და არა თემის საშუალებით. შეგახსენებთ, მხოლოდ ფორუმის მოდერატორსა და ადმინისტრაციას აქვს იმის უფლება,რომ მონაწილეებს მისცენ საჯარო შენიშვნები. ეს იძულებითი ზომაა, რადგან დიდ ფორუმზე ზომების სხვაგვარად მიღება წესრიგის დამყარებისთვის, როგორც წესი, შეუძლებელია.
ფორუმის ადმინისტრაციისა და მოდერატორების ნებისმიერი კონკრეტული ქმედების განხილვის აკრძალვის მიზეზები:
თვითონ თემებში ამ თემების მოდერირების განხილვა წარმოადგენს ბოროტი ზრახვის ოფტოპიკს, რაც აკრძალულია (იხ. პ. 4.3.7.)
ფორუმზე იკრძალება ღრმად პირადული ხასიათის მქონე საკითხების განხილვა (იხ. პ. 4.3.10.), ხოლო "რისთვის მომცეს გაფრთხილება" ტიპის კითხვების უმეტესობა მიეკუთვნება სწორედ მათ კატეგორიას.
საჯარო განხილვები (არც თუ იშვიათად იმ პირების მონაწილეობით, რომლებსაც არ გააჩნიათ სრული ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ სკანდალში მონაწილეობის მიღება სურთ) შეიძლება გადაიზარდოს გაუთავებელ დავაში მონაწილეებსა და მოდერატორებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს არ მოიტანს- არ გადაჭრის პრობლემას.
This post has been edited by მაჰათმა განდი on 3 Mar 2014, 00:26
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".