სტამბულიიი <3
წამოვედი და დავტოვე გული იქ...!!! არაუშავს ჩავაკითხავ : D : )))
10 დღით ვიყავი წასული და არა..!!! არ მეყო

(( სტამბული არის ქალაქი, სადაც სანამ სიარულისგან შუა ცენტრში არ დაეცემი უნდა იაროო და იაროო : D
ასეც ვიქცეოდი და დავისვენე თუ დავიღალე ვეღარ გავიგე : D : )))))))))
თბილისიდან ათათურქის აეროპორტში ჩავფრინდი. ძალიან ადვილად მივაგენი მეტროს, რომელიც პირველ თუ მინუს პირველ სართულზე არის აეროპორტის : D

))
მეტროს ადვილად მიაგნებთ, რადგან თითქმის ყველგან არის ნიშანი და პლიუს ვისაც არ უნდა კიხულოთ ყველა დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ

თუ დიდი ხნით აპირებთ სტამბულში დარჩენას და ამასთანავე ტრანსპორტის გამოყენებას, მაშინ სასურველი იქნება თუ სპეციალურ ბარათს იყიდით, როგორც ჩვენთან მეტრომანი...
ისტანბულ ქარდი- რომლის ფასი 20 ლირაა და ათი ბარათზე გიჯდებათ. ბარათის გარეშე ერთი ჟეტონი 4 ლირა ღირს, ბარათით კი ხან 2.30 გეჭრებათ ხან კი 1.65.
ბარათზე თანხის ჩარიცხვა ძალიან ადვილია. სპეციალური ავტომატები დგას თითქმის ყველა გაჩერებასთან. ბარათს დადებთ და ფულს შეაცურებთ. სულ ესაა მეტი არაფის გაკეთება გიწევთ.
რაც შეეხება ათათურქიდან სულთანაჰმედამდე მისვლას ძალიან ადვილია და სულ რაღაც ერთი საათი გინდათ.
მეტროთი მიდიხართ ზეითინბურნუმდე, შემდეგ კი გადაჯდებით ტრამვაის kabatas-ის ხაზზე. შემდეგ კი ჩამოხვალთ იმ გაჩერებაზე რომელიც თქვენ გაწყობთ.
თუ დიდი ხნით აპირებთ დარჩენას და სანახაობებით ტკობას მაშინ კარგი იქნება თუ მუზეუმების ეკონომ ბარათს აიღებთ, რომელიც 85 ლირა ღირს და ძალიან ბევრი მუზეუმის ნახვა შეგიძლიათ. დიდი ეკონომია არის!
აია სოფია, ტოპკაპი(ტოპკაპში არსებული ჰარემი, რომელიც ცალკე თანხა ღირს), არქეოლოგიური მუზეუმი, მოზაიკის მუზეუმი, museum for the history of science and technology in islam, რომელიც გულჰანეს პარკშია და ძალიან საინტერესოა და კიდევ ბევრი სხვა მუზეუმი. მუზეუმების უმეტესობა აზიურ ნაწილშია, მაგრამ რამოდენიმე უსკუდარის და ტაქსიმის მხარესაც არის. ბარათი პირველი გამოყენებიდან აქტიურდება და შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 დღის განმავლობაში ერთჯერადად.

ისტანბულ ქარდი

ერთი როგორც მახსოვს ჟეტონისთვის არის, ხოლო მეორე ბარათზე რიცხავს.

წინა წელთან შედარებით მუზეუმების ფასები ცოტა მეტი იყო.. : )))
აია სოფია- 40ლირა,
ტოპკაპი-40ლირა, (ტოპკაპში არსებული ჰარემი თუ სწორად მახსოვს დამატებით 20 ლირა )
გალათა თაუერი- 25 ლირა,
ლურჯი მეჩეთი- უფასო
ბაზილიკა ცისტერნა-20 ლირა
ქიზ ქულესი- 20 ლირა (წყალში არსებული ეკლესია)
დოლმაბაჰჩეს სასახლე -40 ლირა თუ შიგნით ყველაფრის ნახვა გსურთს, ანუ შიგნით არის ცალკე ჰამამი , სურათების მუზეუმი, რომელთა ნახვაც 40 ლირიანი ბილეთით უფასოდ შეგეძლებათ.
მოზაიკის მუზეუმი-15 ლირა
ასევ ვნახე გულჰანეს პარკი, ეგვიპტური ბაზარი, გრანდ ბაზარი, ტაქსიმი, ბუიუქ ადა (კუნძული), უსკუდარი, ბეშიქთაში, ორთაქოის მეჩეთი.... მოკლედ ძალიან ბევრი შესანიშნავი ადგილი <3 მაგრამ გამომრჩა სულეიმანის მეჩეთი

არაუშავს შემდეგისთვის რამე ხო უნდა დამრჩენოდა სანახავი

)))
რაც შეეხება კუნძულებს... მინდა განვმარტო- თურქები თავიანთ კუნძულებს პრინცის კუნძულებად , რადგან როცა პრინცის კუნძულს მეუბნებოდნენ მეგონა მხოლოდ ერთი კუნძული, მაგრამ ასე არ არის.. თუ სწორად მახსოვს 3-4 კუნძულია ამათგან ყველაზე პოპულარული ბუიუქ ადა და ჰეიბელიადა არის.
მე ბუიუქ ადაზე ვიყავი, სადაც მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია და საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება <3
კაბატაშების ბოლო გაჩერებიდან გადის გემები ბუიუკ ადასკენ.(ასევე უსკუდარიდან გადის და მე მგონი კადიქოიდანაც) ერთი გზა 7.50 ლირა ღირს. საათ ნახევრის გზა არის. გემი ჩერდება ჯერ ჰეიბელიადასთან შემდეგ კი ბუიუქ ადაზე.
ასევე აცხადებენ ასე რომ არ შეგეშლებათ. როგორც კი ხმელეთზე დადგამთ ფეხს გაუყევით ხალხის ნაკადს და მიხვალთ ბუიუკ ადას ცენტრში, სადაც დაგხვდებათ რიგი. ნუ გაგიკვირდებათ ეს ფაეტონის რიგია, რომლითაც კუნძული უნდა დაათვალიეროთ ან კუნძულის ნახევრამდე მაინც მიხვიდეთ რომ მერე ფეხით გაუყვეთ გზას წმინა გიორგის ეკლესიისკენ.
ფასები გამოკრულია კედელზე. კუნძულის მოკლე ტური 75 ლირა, დიდი ტური -95 ლირა და ა.შ. მე გადავიხადე 35 ლირა რომ მივეყვანე იმ ადგილზე საიდანაც წავიდოდი ეკლესიაში.
ეტყვით რომ წმინდა გიორგის ეკლესიის ნახვა გინდათ. როცა კუნძულის ნახევარს გაივლით მერე ფეხით უნდა აუყვეთ მაღლობს .დაახლოებით 30-40 წუთის სავალი გზა არის. იქიდან კი ბუიუკ ადას ცენტრამდე ფეხით ჩამოყვებით სიამოვნებით.
კარგი იქნება თუ კუნძულზე დილით ადრე წახვალთ. ბოლო გემი ღამის 9 საათზე გამოდის. ესეც თქვენი კუნძული. : D : ))
ახლა რაც შეეხება შოპინგებს, ბაზრობებს და ამბებს : D
შოპინგ ცენტრებში, რომელიც უამრავი აქვთ პირადად მე არ ვყოფილვარ. ვარჩიე ტაქსიმზე მეყიდა, სადაც ძალიან ბევრი ბრენდი მაღაზიებია და წავსულიყავი ადგილობრივ ბაზრობებზე.
მოკლედ დიდხნიანი გამოძიების შემდეგ გავარკვიე რომ სტამბულში ბაზრობები იმართება კვირის რომელიმე დღეს სხვადასხვა ნაწილში.
მაგალითად ფატიჰში ოთხშაბათს, ხოლო სალი ბაზარი სამშაბათს უსკუდარში.
უსკუდარის პორტიდან გზას ქიზ ქულესისკენ რომ აუყვებით არის გაჩერებები, საიდანაც გადიან მარშუტკები სალი ბაზარისკენ. (პატარა ლურჯი მარშუტკები)
მარშუტკებს აწერია სალი ბაზარი ამიტომ ადვილად გაარკვევთ მაგრამ გადამოწმების მიზნით მაინც კითხეთ და უთხარით რომ ბაზართან გაგიჩეროთ.
მარშუტკის ფასი ორი ლირაა. სადღაც 15-20 წუთის გზა არის. როგორც ლილო ისეთი სტილის ადგილია. ადვილად გარჩევის მიზნით გეტყვით რომ ბაზრის გვერდზე უნივერსიტეტია, მაგრამ რომელი აღარ მახსოვს.
სალი ბაზარი არც ისე დიდია, მაგრამ კარგი რაღაცეები იყო ძალიან იაფად,..

))
იქიდან წამოსვლისას გადაჭრით ხიდით გზას და გაყვებით იგივე მარშუტკას უსკუდარისკენ.
რაც შეეხება ფატიჰის ბაზარს. მე ტაქსიმიდან გავყევი ავტობუსს. ფატიჰის ბაზრობა ძალიან ძალიან დიდია, შესაძლებელია რომ დაიკარგოთ

ავიღოთ ჩვენი ლილო და გავასამმაგოთ აი ეს არის ფატიჰის ბაზრობა : D
ჩემი სასტუმრო <3 რომელიც სულ ათი წუთის სავალზე იყო ლურჯი მეჩეთიდან.
ძალიან იაფი დამიჯდა ორ კაცზე თავისი საუზმით.
გეტყვით რომ როდესაც სასტუმროს იღებთ ძალიან კარგი იქნება თუ დილის საუზმით აიღებთ, რადგან დილაადრიან არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჭამოთ.
აბა მეტი რა გითხრათ. შეკითხვებისთვის და ინფორმაციის დაზუსტებისთვის აქ ვარ

))
წარმატებები და კარგი მოგზაურობა თურქეთის გულში! <3
* * *
განრიგი ბუიუქ ადასკენ მიმავალი გემების


ბუიუქ ადა. აი მეორე ნაწილის წვერზე არის წმინდა გიორგის ეკლესია.

)))

ბუიუქ ადას ცენტრი

ვიმედოვნებ რომ სურათებით უფრო გაგიადვილდებათ :***
This post has been edited by wrupa on 4 Jun 2016, 19:42