MeGaLineმოგცემენ მარტივად.........................................
ikusha1994ვიზა გაიცემა ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
1 სავიზო განაცხადის ფორმა (ივსება ელექტრონული ვერსია შემდეგ მისამართზე
http://evisa.kdmid.ru/) ფოტო 3x4 გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
პასპორტი ვიზის მოქმედების გასვლიდან მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე
მოწვევა დამოწმებული რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მომწვევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებისათვის განკუთვნილი პასპორტი)
სავიზო მოსაკრებელი:
ერთჯერადი-50 აშშ დოლარი (4-20 სამუშაო დღემდე)
ერთჯერადი-100 აშშ დოლარი (1-3 სამუშაო დღემდე)
ორჯერადი-80 აშშ დოლარი (4-20 სამუშაო დღემდე)
ორჯერადი-160 აშშ დოლარი (1-3 სამუშაო დღემდე)
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მისამართი ქ. თბილისში:
0162 თბილისი, ჭავჭავაძის პრ. #51
ტელ: 291-24-06, 291-26-45, 291-26-75
ფაქსი: 291-27-38
ელფოსტა: russianconsulate@caucasus.net
ვებ-გვერდი:
http://www.georgia.mid.ru