ikandroპირველი კითხვა ვერ გავიგე
2) სადაც ცხოვრობ იქ ჩააბარე. მე სხვა რამე დავწერე

ორჯერ ცავაბარე ტეორია იმის გამო, რომ სანამ სტეიტმენტი მომივიდოდა საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, და ისევ იმ დიემვიში მისვლას (სადაც უკვე ჩაბარებული მქონდა თეორეია და უბრალოდ სტეიტმენტის მიტანაღა მჭირდებოდა) ვარჩიე ხელახლა ჩამებარებინა (რათა 100 მილი გზა და მერე აბრატნა მეზარებოდა)
თუ ბრუკლინში ცხოვრობ უახლოეს dmv-ში ჩააბარე. მოკლედ ბუნდოვნად მახსოვს

) მოიცა გავიხსენებ თანმიმდევრობას...
თეორიის შემდეგ დაგინიშნავენ პრაქტიკულ გამოცდას. ბრუკლინში ეს ამბავი გაიწელება რადგან ბევრი ხალხია რიგში( 3 წლის წინ მე რომ ვაბარებდი, 2 თვეზეზე იყო რიგები). ანუ ლერნერის აღების შემდეგ დაახლოებით 2 თვეში დაგინიშნავენ ტარების ტესტს. უფრო სწორად შენ თვითონ უნდა დანიშნო ეს გამოცდა. მაგრამ მანამდე 5 საათიანი კურსი უნდა გაიარო რომ უფლება მოგცენ პრაქტიკული ტესტის. რუსებთან მგონი 70 ღირს ან 50 აღარ მახსოვს... ვითომ ვიდეოს უყურე 5 საათი, ამის ნაცვლად ცოტას უყურებ, მერე ერთი ორ სიტყვას გეტყვის მნიშვნელოვანს და შემოგთავაზებს პრაქტიკული ტესტის დანიშვნას 10 დოლარად. შენს ნაცვლად. ანუ ეს შენი პასუხისმგებლობაა, დიემვისი არა. შეგიძლია დათანხმდე თუ არ ხარ დარწმუნებული რა და როგორ უნდა გააკეთო, 10 დოლარი დიდი თანხა არაა, ან თვითონ ნახო ინტერნეტში მოძებნო და დაზოგო 10 დოლარი... იასნია რომ ინსტრუქტორი არაფრით არ დაგეხმარება ფულის გარეშე არც ეცადო ინფოს გამოტყუება- რა საიტზე ხდება ეს... როგორც ვთქვი ეს სტანდარტული ბრუკლინური ლოდინი პრაქტიკამდე გაიწელება რიგების მიხედვით 1 დან 3 ტვემდე... მერე აქვე შემოგთავაზებს "სწრაფი" ტესტის დანიშვნას და მოგთხოვს უკვე მაგალითად 250 დოლარს

. სწრაფ ტესტში რა იგულისხმება არ გეტყვის, იმიტომ რომ მინიშნება არ მოგცეს..
მე პირადად გამოვიკვლიე, დავგუგლე და ფულიც დავზოგე და 2 ტვის ნაცვლად 1 კვირაში დავინიშნე თვითონ და ჩავაბარე, თუმცა მომიწია შორს წასვლა. Mტელი იდეა "სწრაფი" ტესტის იმაშია, რომ NY-ის შტატის ნაკლებად დატვირთულ რეგიონში დანიშნო, არის საიტი აღარ მახსოვს რომელი სადაც ეს ხდება. თან იქვე ამოწმებ სხვადასხვა ადგილებს/dmv-ებს და აირცევ ყველაზე ახლო თარიღს. მაგრამ მინუსი ისაა რომ ახლოს არ იქნება ბრუკლინიდან.
ტუ ვინმეს დააინტერესებს და ეჩქარება პრავა -იპოვის... ეს რუსები ყველაფერზე ფულის გაკეტებას ცდილობენ ))
პ.ს.
ამ ტესტზე შენი (ან ახლობლის) მანქანით უნდა მიხვიდე. ან იქირაო ვინმესგან. იქ "ჩასაბარებელი" შკოდა ფაბია არ ყავთ