ვესტმინსტერი . (Westminster)
უბანი გინდა რაიონი ცენტრალურ ლონდონში . უმნიშვნელოვანესი ადგილი ბრიტანული ისტორიისაა, აქ მდებარეობს მთელი სახელმწიფო თუ სამეფო დაწესებულებები .
მდინარე ტემზიდან თუ აუყვებით გზას ტრაფალგარის მოედნამდე თქვენ აუცილებლად შეხვდებით ისეთ ცნობილი ადგილებს როგორიცაა ბრიტანეთის პარლამენტსა და მის ლეგენდად ქცეულ სატელიტ კოშკს ბიგ ბენს თავისი ვეებერთელა საათით, ისე ბიგ ბენი საათის სახელწოდება არ არის ის დიდი ზარის სახელია ხოლო თვითონ საათი 13,5 ტონას იწონის და თავის დროზე უდიდესი იყო მსოფლიოში .
ცოტა მაღლა უაითჰოლისკენ დაინახავთ დაუნიგ სტრიტს (ბრიტანელ პრემიერთა არაფრით გამორჩეულ რეზიდენციას ) იქვეა ძველი სკოტლანდ იარდი. (ბრიტანელ მაძებართა ლეგენდარული ორგანიზაცია ) ხოლო ახალმა სკოტლანდ იარდმა ვიქტორიისაკენ გადაინაცვლა, . აქევა ლონდონის ბანკეტის სახლი. ასევე ცხენოსანი გვარდიის შენობა . ადმირალიტეტის შენობა . 1 მსოფლიო ომში დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა მემორიალი . მოკლედ არ მოიწყენთ თუ უაიტჰოოლს ესტუმრებით , ქუჩის ბოლოს კი ტრაფალგარის მოედანი გამოანათებს , არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ალბათ ლონდონის მთავარი მოედანია, მთავარ საშობაო ნაძვის ხესაც აქ დგავენ . რაც შეეხება მოედანს , ისე ერთი გამორჩეული კულტურის ძეგლია თავისი ნაგებობებით რომელის ინგლისელმა არქიტექტორმა სერ ჩარლზ ბერმა მეცხრამეტე საუკუნრში შექმნა
, თვითონ მოედანზე ორ ფანტანს შორის ოთხ უზარმაზარ შავ ბრინჯაოს ლომს შორის აღმაღთულა 50 მეტრიანი ნელსონის კოლონა . ეს ის ადმირალი ჰორაციო ნელსონია . ცალთვალა გმირი . ვინც ლედი ჰამილტონის სარეცელში კოტრიალს ტრაფალგარის ბრძოლაში გმირული სიკვდილი არჩია . სწორედ მისი მეთაურობით იქნა დამარცხებული ფრანგული და ესპანური უძლეველი არმადა რითაც საფუძველი დაედო ბრიტანელთა საზღვაო ჰეგემონიას მსოფლიოში . ასე რომ ეს ლეგენდარული ადმირალი იმსახურებს ესეთ პომპეზურ მონუმენტს,
ტრაფალგარის მოედნის ჩრდილოეთით მდებარეობს ბრიტანეთის გალერეა . შესვლა უფასოა, ( როგორც სხვა უმრავლეს ლონდონურ მუზეუმებში )
ვის არ შეხვდებით აქ ჯოტოს , ვეროკიოს ბოტიცჰელის ,მიქელანჯელოს ნამუშუვრებს, ფლამანდრიელი მხატვრების შუასაუკოვან შედევრებს , თვით რუბენს თავისი ტიტლიკანა ქალებით. ადგილობრივი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს ჯოშუა რეინოლდს და სხვა, . მოკლედ არ ინანებთ,
ტრაფალგარის მორდნიდან დასავლეთით თუ დაადგებით ადმირალიტეტის არკის გავლით სულ რამდენიმე ასეულ მეტრში პალ მალის ქუჩიდან დაინახავთ ბუკინგემის სასახლეს . ბრიტანელ მონარქთა რეზიდენციას თავისი საპატიო ყარაულითურთ. მაგრამ სასახლე ყოველთვის ბრიტანელ მონარქებს არ ეკუთვნოდათ , ის ჯონ შეფილდმა (ბუკინგემის ჰერცოგი) თავისთვის ააგო. ეს შემდგომ ბრიტანეთის მონარქმა ჯორჯ მესამემ შეიძინა თავის მეუღლე შარლოტასთვის. ხოლო 1820 წელს სულაც ბუკინგემის სასახლედ ოფიციალურად გადაიქცა დედოფალ ვიქტორიას დროს , სასახლეს სამი მხრიდან ბრწყინვა;ლე პარკების ანსამბლი უსწორებს მხარს , წმინდა ჯეიმსის , მწვანე და ბუკინგემის სასახლი ბაღი , იქვე ახლოს მეოთხე პარკია, უფრო მყვირალა ჰაიდ პარკის სახელით,
ვესმინსტერშია მისი სახელგანთქმული სააბატო . აქვეა ტემზის ნაპირას მდგარი თანამედროვე ნაგებობა ლონდონის თვალი ( ეშმაკის ბორბალი) სააჩის გალერეა და ლონდონის აკვარეუმი. ..
ვესმინსტერის სააბატო

ტრაფალგარის მოედანი

ბიგ ბენი
* * *
უაითჩაპელი (Whitechapel)
ლონდონის ისტორიული უბანი , მდებარეობს ლონდონის ცენტრთან ძალიან ახლოს , დასავლეთით ესაზღვრება ოლგეითი , აღმოსავლეთით სტეპნი , ჩრდილოეთით ბეთნალ გრინი, ხოლო სამხრეთით თაუერ ჰემლეტი .
19 საუკუნეში უაითჩაპელი იყო ლონდონის უღარიბესი მოსახლეობის თავშესაფარი . ღარიბი მებადურებისა და პორტის მუშების თავშესაყარი,
რამაც წარმოშვა პროსტიტუცია , ის იმდენად გავრცელდა რომ უაითჩაპელში მდებარეობდა ლონდონის ბორდელების 80%
სწორედ აქ 1888 წელს მოღვაწეობდა საქვეყნოთ ცნობილი სერიული მკვლელი ჯეკ მფატრავი (Jack the Ripper) რამაც უაითჩაპელის იმიჯი კიდევ უფრო შეარყია და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აქ დასახლება დაიწყო მიგრატებმა ოსტ -ინდოეთიდან , აზიელი მიგრანტები ისე გამრავლდნენ რომ დღეს ისენი 49.5% შეადგენენ. თეთრი მოსახლეობის წილი კი მხოლოდ 29 % -ია.
მიუხედავად ამისა ვაიჩაპელი 21 საუკუნის დასაწყისში მშობლიური გახდა მრავალი ემიგრანტი ქართველებისთვის . და დაიწყო ფორმირება ვაიჩაპელის ქართველთა ე.წ. სათვისტომომ. რომელიც ძირითადათ რაიონებიდან ჩამოსულ გაურკვეველი სუბიექტებით შემოიფარგლებოდა . თავისი 20-იანი ბოცებით და დედა მოუა სასტავით .
გახდა ნარკომანიის პრიტონი ქართველთათვის. ქართველთა ნარკომანისადმი სწრაფვას ალღო ადვილად აუღეს ადგილობრივმა ბანგლადეშელმა წვრილფეხა ბარიგობამ . და მსუბუქი ნარკოტიკის ნაცვლად მათ არსენალში გაჩდა მძიმე ნარკოტიკებიც , როგორიცაა ჰეროინი და კოკაინი ,
და სართოდ ქართველებმა გამოაცოცხლეს ვაიჩაპელი . მდორე ცხოვრების და მოლას ყივილს შეერწყა ღამღამობით სამკვდრო საციცოცხლო ჩხუბები და გინება .
ადგილობრივ ჰოსპიტალს ხშირად სტუმრობდნენ ქარტველებისგან დაზარალებული ლიტველები . ალბანელები , რუსები და უკრაინელები.
რაც შეეხება დღევანდელობას რაიონი უფრო წყნარია, დაინგრა მრავალი ძველი შენობა ,რომელიც ჩაანაცვლა ახალმა თანამედროვე შენობებმა , და ცენტრთან სიახლოვემ პერსპექტივა გაუჩინა უაითჩაპელს .
ლონდონელი გორილა გოგოები უაითჩაპელის გალერეის წინ ,