rusoruso83გააჩნია რა მიგაქვს
გარეთ უნდა დატოვო კოსმეტიკური საშუალებები, საღეჭი რეზინა, წამლები, ბასრი საგნები, ესენი ქუჩაში უნდა დატოვო
მე საღეჭი რეზინა და ჩემი მეუღლის პატარა დანა გასაღებზე დასაკიდებელი აღარ დამხვდა

დანარჩენს შეგატანინებენ დ ადატოვებ იქ, სადაც დაცვა გამოწმებს, ქოლგა, მობილური ტელეფონები გაითშულ მდგომარეობაში შემინახეს
აა აგერ ვიპოვე კაკრაზ
ქვემოთ ჩამოთვლილი საგნებით აშშ საელჩოში შესვლა აკრძალულია:
აკუმულატორული ან ელექტრონული მოწყობილობები, ისეთი როგორიცაა მობილური ტელეფონი, ციფრული დღიურები, ციფრული საათები, პეიჯერი, კამერა, აუდი/ვიდეო კასეტები, კოპაქტ დისკი, MP3 დისკი, ლეპტოპები ან პორტატული მუსიკალური ფლეერები.
დიდი ჩანთები/საფულეები-მხოლოდ ისეთი ჩანთები რომლის დაჭერა ხელით შეიძლება
ისეთი ჩანთები როგორიცაა სამგზავრო, ზურგჩანთა, პორტფელი, ჩემოდანი , ტყავის ჩანთები ან ნაჭრის ჩანთები, საფოსტო საქაღალდეები - თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ მხოლოთ პლასტიკური საქაღალდეები შესაბამისი დოკუმენტაციით
საჭმელი
წამალი (განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში)
პარფიუმერულ-კოსმეტიკური საშუალებები
დალუქული კონვერტები და პაკეტები
სიგარეტ, სიგარა, ასანთის ყუთი, სანთებელა,
ბასრი საგნები, როგორიცაა მაკრატელი, ან ფრჩხილის სახეხი ქლიბი
იარაღი ან ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი ნივთიერება
ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნით შესაძლებელია სხვა საგნებიც იქნას აკრძალული
აკრძალული საგნების შესანახი ადგილი საელჩოში არ გახლავთ, დატოვეთ ასეთი საგნები საელჩოს შესასვლელში.
უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, საელჩოში სტუმრებისათვის არ არის წარმოდგენილი საინფორმაციო ფანჯარა. საელჩოში დაიშვებიან მხოლოდ განმცხადებლები.