ქართლოსიეგ სხვა პროგრამაა,
ევროპის მოხალისეთა სამსახური ჰქვია. დაფინანსებულია და ა.შ. ჩვენთანაც არიან ევროკავშირიდან ჩამოსული მოხალისეები და აქედანაც მიდიან ხოლმე. მეც მყავდა რამდენიმე წლის წინ პოლონელი მოხალისე.
* * *
EVS-ით რომ წახვიდე, აქედან გამგზავნი ორგანიზაცია გინდა, ევროკავშირის ქვეყანაში - მიმღები და ასევე დაფინანსების მიღება ფონდიდან. ზოგჯერ უკვე დაფინანსებულ პროექტებში ცხადდება ხოლმე მოხალისეთა მიღება. ჩემს ფბ გევრდზეც დავდე ორიოდე კვირის წინ მსგვსი განცხადება. ყურადღებით უნდა იყო თუ წასვლა გინდა ამ პროგრამით. ან მათ EVS-ის პორტალზე მოძებნო მასპინძელი ორგანიზაციები და პროექტები.
* * *
ოღონდ EVS სამოგზაურო პროგრამა არაა. მოხალისედ ხარ ორგანიზაციაში, მუშაობ გარკვეულ საათებს. მოგზაურობა თუ გინდა თავისუფალი დრო და ფული უნდა გამოიყენო
This post has been edited by LOLZ on 21 Aug 2015, 16:11