Aninშინაურული?? გუშინ კამროსში რბს ბანკის თანამშრომელს ისეთი დღე ვაწიე მერე გუგლ რევიუშიც დავუკომენტარე.დებილი გოგო იყო.მისი შეცდომის გამო 1 საათი და 15 წუთი ვიდექი ბანკში როცა 3 წუთის საქმე იყო.. არანაირი ეტიკეტი არანაირი ესთეთიკა და ეთიკა უბრალოდ სერვისი რომელსაც უნიათოდ აკეთებენ და უაზრო hey how your day is going უცბად ღიმილი და ვსო ეს არი მაგათი სერვისი...მართლა მენატრება ქართული ბანკები.ყველაზე ბანძი ბანკი ყველაზე ღრმა სოფელში მაინც მირჩევნია ის სერვისი აქაურს...
georgia1988კარგი ხარ. კაი ღადაობ

ქართველებს სესხი არ დაელანდებათ

რას ლაპარაკობ აქ ხალხი ტუალეტის ქაღალდსაც კრედიტ კარტით ყოდულობს. სახლი ვიყიდეო ვინმე რო მეუბნება ვიგუდები სიცილით. ის სახლი მისი რო გახდეს მინიმუმ 20-25 წელი უნდა იხადოს აი მერე ჩაეთვლება . სისტემაა აქ ისე აწყობილი ჩემო მეგობარო რო ფული ვერ შეინახო ზატო ნებისმიერი რაოდენობის კრედიტს მოგცემენ ისტორიიდან და შემოსავლიდან გამომდინარე.
Kaisaრავი მე არსად არ შემიძლია უმანქანოდ

უბრალოდ გავჭედავ მაღაზიაში ვიარო და იქიდან ცელოფნები ვათრიო ავტობუსით ან მეტროში..
*************************************************************
system is fucked up in this country აი ეს არი მოკლე კომენტარი კანადაზე.. კორუფცია იყიდი ნებისმიერ რამეს დაწყებული პრავიდან დამთავრებული პასპორტით "4 წლიწს წინ დაიჭირეს მონრეალში ტიპები 70 K ყიდიდნენ პასპორტებს ". თუ გყავს კარგი ადვოკატი და გაქვს ფული აკეთე რაც გინდა ის. ედმონტონის პოლიციის შენობის წინ გადახვალ და ნებისმიერი სახის ნარკოტიკს იყიდი. 200$ ღირს იარაღი და მარიხუანას ბარიგა მოგყიდის "მარიხუანას ბარიგა კიდე აქ ისეა როგორც მანდ ხაჭაპურის გამყიდველები". შეგიძლია გადააგდო ნებისმიერი ბანკი და 7 წლის მერე ისევ მოგცემენ კრედიტს. შემიძლია ამაზე ლაპარაკი გავაგრძელო უაზროდ თავისი დამამტკიცებელი არგუმენტებით როგორც მედია ისე ისტორიები რომელიც მოვისმინე და ისტორიები რომელსაც შევესწარი.. ქართველი კაცები ქალებს ცემენო აბა აქ ცემენ აცები ქალებს თუ ცემენ . დემოკრატია

ისეთი ბიუროკრატიაა ცხოვრება შეგზიზღდება.. მაგრამა მავე დროს არი ულამაზესი ქვეყანა. როგორც მიწა ბუნება არი შეუდარებელი. ხალხის უმეტესობა განუვითარებელი. ზოგმა ის არ იცის კანადას საერთოდ ოკეანე თუ აქვს არ ვლაპარაკობ იმაზე ავსტრალია სად არი..ბიძებით და ნათესაობით მუშაობის დაწყებაც მოსულა. თანამდებობაზე არა ვის რა ჩემ ფეხებათ უნდა თანამდებობა და კრესლოში ჯდომა როცა შეიძლება ნახევარი მილიონი გააკეთო კამპზე მუშაობით და ასე შემდეგ.. ვისაც მანდ ნორმალური ცხოვრება ქონდა ძალიან გაუჭირდება აქ მორგება.ძალიან ძნელია მეგობრის ნამდვილი მეგობრის პოვნა ისეთის არა ყოველ პარასკევს დასალევად რო დაგიძახებს... "მე მაგრად გამიმრთლა ჩემს მეგობრებში".
კაროჩე აზრი მაინც არ აქვს ლაპარაკს.მაინც აქ გინდათ წამოსვლა და 20K ის დახარჯვა როცა მაგ ფულის შენ თავზე დახარჯვა და განათლების ამაღლება შეგიძლია.მაგ ფულით ნებისმიერ ევროპის ქვეყნებში გაივლი რამე 6 თვიან ან 1 წლიან კურსებს ელექტროობის ნავთობის მშენებლობის ბუღალტრობის იურისპუდენციის ჟურნალისტიკის და საქართველოში საკაიფო სამსახურს იშოვნი.საკაიფოს ვეძახი 1500 ლარიდან ზევით. თუ გგონიათ აქ ჩამოხვალთ და გაასახადების მერე მეტი დაგრჩებათ ცდებით

კაკ მინიმუმ პირველი 3-4 წელი.. და მაგ დროში საქართველოშიც მოგიმატებენ ხელფასს . აქაც ზემოდან გადმოგხედავს შენზე მაღალ რანკიანი თანამშრომელი და ვერაფერს იზავთ დამჯერეთ.. კაროჩე კანადელები გარბიან აქედან მოკლედ რომ ვთქვათ თან ისეთი კანადელები ვინც მართლა ნორმალურია განათლებული და კარგი კარიერებით...
წავედი ეხლა მე ჩაის დავითრევ და სუფთა ჰაერზე გავისეირნებ.დავტკბები პირველი თოვლით.
კარგი უქმეები თვენ
This post has been edited by bomboraN1 on 8 Oct 2016, 21:58