მასეა...
შარშან ვიყავი ვიზაზე მაისში...
გასაუბრებაზე რო მივედი, 1 საათი მაინც მომიწია ლოდინი...
ხალხი რომ მიდიოდა საკონსულოს ოფიცერთან, კაი ბლომად კითხვებს უსვამდნენ...
მოვიდა ჩემი ჯერი და მივედი საკონსულოს ოფიცერთან, რაღაც საყვარელი ტიპი იყო, ყურზე საყურით და თხელი ბლანჟეთი, გეის ღიმილით შემომცინა

მეც გავუღიმე...
ერთი კითხვა დამისვა რატო გინდა ვიზაო - ვუპასუხე ნიუ იორკში ვაპირებ სექტემბერში, ტურისტული მიზნით მეთქი...
მეორე მკითხა გადაწყვეტილი გაქვს სად გაჩერდებიო? - ვუპასუხე ჯერ კაი დროა მანამდე, ვიზაც არ მაქვს და წინასწარ არ დამიჯავშნია არაფერი, მერე ჯარიმის გადახდა რო არ მომიწიოს მეთქი...
და მესამე მკითხა სამსახურში რას აკეთებ კონკრეტულადო - ეგეც ვუპასუხე, რასაც ვაკეთებდი...
შემომცინა ისევ და თქვენს ვიზაზე დადებითი პასუხია, პასპორტს 3 დღეში გამოგიგზავნით ფოსტითო...
სანამ პასპორტი არ მივიღე და ვიზა არ ვნახე, მანამდე არ მჯეროდა, ხო არ გამეკაიფა ის დედა######ი მეთქი

ჩემამდე ვინც გავიდა ბლომად კითხვებს უსვამდნენ, უმეტესობას ყვითელი ფურცელი მისცეს და რამდენიმეს დამატებითი საბუთები მოსთხოვეს...
მე კიდე ეგრევე დადებითი პასუხი...
არც ცნობა სმსახურიდან, არც ხელფასის ამონაწერი, ანგარიშზეც 200 ლარზე მეტი არ მქონდა მგონი...
აპლიკაციაში ყველაფერი მეწერა, სად ვისწავე, სად ვმუშაობდი, ხელფასი რამდენი მქონდა, კრიმინალი ხო არ ვიყავი... ხო და გადაამოწმეს ყველაფერი...
გასაუბრებაზეც თავისუფლად ვიყავი, არ ვნერვიულობდი, 100% ვიყავი დარწმუნებული რო მომცემდნენ და მასეც მოხდა...
უბრალოდ მასეთ მარტივ გასაუბრებას არ ველოდი...
აი დაძაბვით უკვე ამერიკაში დავიძაბე, საზღვარზე

ხო ცავედი და დიდი რიგი გაიჩითა...
და მე რომელ გასასვლელშიც მოვხვდი ვიღაც ინდიელის სახის საზღვრის ოფიცერი იჯდა...
გვერდზე ვუყურებ და მალ-მალე ურტყმენ შესვლის ბეჭედს სხვები, ეს კიდე ტვინს უ###ვს პირველივე მაგასთან მისულ მოხუც წყვილს, ათას კითხვას უსვამს და არ ურტყამს ბეჭედს...
ესენიც უხსნიან რაღაცას, მაგრამ წესიერად ვერ ლაპარაკობენ და ვერ თანხმდებიან რაღაცაზე...
ყველგან გავიდა ხალხი და მე ისევ ვდგავარ და ველოდები მაგარი შეშინებული

ყველაფერი წესრიგში მაქვს, მაგრამ ისეთი ნაბო##რია, შეიძლება სახეზე არ დავევასო მეთქი...
კიდე კაი გვერდზე დიპლომატიური პასპორტის მქონეებისთვის იყო გასასვლელი და ყველამ რო გაიარა ის ტიპი მეძახის, მოდი აქ გაიარეო

მივედი და გამატარა უცბად...
რატო ჩამოხვედიო და შვებულება მაქვს მეთქი და კაიო...
რამდენი ხნით ხარო და 22 დღით მეთქი და 6 თვიანი ჩამირტყა ყოფნის უფლება...
ერთ თვიანი რატო არ ჩამირტყი მეთქი და რა მნიშვნელობა აქვსო

გაგიშვებენ, არ დაგტოვებენ აქო, ღადაობდა

ავიღე ბარგი და მერე გარეთ აღარ მიშვებდნენ, რაღაც ფურცელს.დეკლარაციას მთხოვენ..
ვერ გავიგე რა ფურცელზე ბაზრობდნენ და ბოლოს მივხვდი რო თვითმფრინავში შეგვავსებინეს რაღაც, სად მივდივართ და რამდენი გვაქვს ფული...
ხო და ვიპოვე ჯიბეში და გამიშვეს, არც გადაუმოწმებიათ....
არადა კინაღამ გადავაგდე

ისე კენედის აეროპორტის დდშვც...
კოპიტნარი ჯობია ბევრად...
ინდოელები და ვიღაც ბანძი ტიპები მუშაობენ სულ, ინგლისური წესიერად არც იციან და რამეს რო ეკითხები კიდიათ

კიდე კაი წინასწარ მწონდა ტელეფონში ჩაწერილი რუკა, როგორ უნდა გამომეღწია აეროპორტიდან, თორე შვებულების კენედის აეროპორტში გატარება მომიწევდა

დიდი აეროპორტია ძაან, ვინც წახვალთ ტერმინალების რუკა გქონდეთ თან...
შიდა ფრენები ხო ოკრიბას ავტოსადგურია საერთოდ...
ყველას კიდიხარ...
ბოსტონის და მაიამის აეროპორტებითაც ვისარგებლე და შედარებით კარგია, ანუ მარტივი...
ბოსტონის განსაკუთრებით... ეგრევე მეტროდან ამოდიხარ აეროპორტში...
მაიამიშიც ის პრობლემაა რომ ესპანურენოვანი პერსონალია სულ და ინგლისური არ იციან წესიერად...
მოკლედ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, მომსახურების დონე ძალიან დაბალია ევროპასთან შედარებით...
ასეთ დაბალანაზღაურებად სამსახურებში ძირითადად ინდოელები და სხვა არალეგალები მუშაობენ...
კენედიში ინდოელები და შავკანიანები არიან და მაიამიში კუბელები...
თეთრკანიანი ამერიკის მოქალაქე არ მინახავს არც ერთ აეროპორტში მომსახურე პერსონალად...
არალეგალებს ცოტას უხდიან და აწყობთ ორივე მხარეს...
This post has been edited by Frankens†ein on 21 Mar 2016, 21:32
Mens sana in corpore sano...