Kakha.GikandroWaiting-for-GodotJamesDoradoLanski_mმადლობა ბიჭებო თანადგომისთვის, გამხნევებისთვის და რჩევებისთვის... აი დღეს ვიგრძენი კიდევ ერთხელ ფორუმის თანადგომა და ძალა...
2 თვის წინ ჩამოვედი ცოლ-შვილთან ერთად

დღემდე ჩემი 3 წლის გოგონა გვეუბნება სახლში წამიყვანეთო... (თანდათან ეგუება....) თბილისში არ გვიჭირდა , ჩამოვედით ახალი ცხოვრების სანახავად, 26 წლისები ვართ...
ჩემი მეუღლე ძიძად მუშაობს ბავშვს უვლის და ჩვენი შვილიც იმ სახლში დაყავს სადაც არის...
მე ელექტრიკის დამხმარედ დავიწყე აგენტის დახმარებით მუშაობა საათში 12 $ მაქვს... ებრელებთან ვმუშაობ და პარასკევს 2 საათამდე ვარ, შაბათ-კვირას ვისვენებ...
სამომავლოდ ვფიქრობ 2015 წლიანი ტოიოტა ქემრი ვიყიდო და UBER-ზე მინდა მუშაობა .. (ტაქსი გამოძახებით)...
წარმატებები ყველას... რთულია უცხო ქვეყანაში, დღემდე მიჭირს მაგრამ გამოცდილებას, გამძლეობას, ოჯახის უფრო შეკვრას და გაძლიერებას თვალებში ჩავხედე და მსიამოვნებს ....