ესეიგი უნივერსიტეტში რეფერატი მაქვს მოსამზადებელი ლტოლვილების შესახებ, ანუ საფუძვლები რის გამოც ადამიანები ტოვებენ თავიანთ ქვეყნებს, თავისი სტატისტიკით და ა.შ, ხოდა რაღაცატო ავირჩიე ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია ( ჩეჩნეთი, დაღესტანი) და რა თქმა უნდა საქართველო. ლიტერატურის ძებნაზე , რომ მიდგა საქმე საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ნეგატიურად წარმოდგენილი ინფორმაციაა. გერმანული მედიის სპეციფიკაა ასეთი საქართველოს პოლიტიკური ამბიციები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომ დააბეტონოს, თუ მართა ასე თავის მოსაჭრელად გვაქვს საქმე??
თითქმის ყველა სტატია იწყება იმით, თუ როგორ ხდება ბანდების რეგულირება და მართვა უკვე საქართველოდანვე, როგორ იყენებენ აზულის სტატუსს ქურდობისთვის.. არადა მინდა არ მინდა უნდა გავამახვილო ამაზე ყურადღება. მაგარი გასატეხია რო ასეთი სავალალო სტატისტიკაა და ქურდ-ბაცაცობა ყვირის! ერთი ცუდი საქციელი ათ კარგს ფარავს და ესაა უბედურება.
საქარართველოში მისდღემჩი უმაქნისი, არაფრის მკეთებელი და კაი ბიჭობაზე თავგამოდებული ფუქსავატების მოხეტიალე არმიამ რატო უნდა შეარყიოს ასე ქვეყნის რეპუტაცია?
დავდგე ახლა ამდენი ხალხის წინ და მოვყვე უნდა საგმირო საქმეები "სემიჩკა-ფურთხია" ხალხის
მე არ მინდა ისეთივე ასოციაცია ქონდეთ ადამიანებს ჩემი ქვეყნის ხსენებაზე, როგორიც აქვთ პოლონელებზე, თუმცა ახლა რაღა დროსია, ათასია ჩემს გარდა ვინც ამ სტატუსისთვის ატმეტკებით იღწვის
This post has been edited by oshi on 23 Oct 2016, 15:40